მთავარისიახლეებისამართალი,,დამპალმა ოლიგარქმა აღსასრული იგრძნო'' - გიგა მაქარაშვილის წერილი იზოლატორიდან

,,დამპალმა ოლიგარქმა აღსასრული იგრძნო” – გიგა მაქარაშვილის წერილი იზოლატორიდან

Published on

“მოგესალმებით თავისუფლებისთვის მებრძოლებო! პირველად ხდება, როცა ასეთი ძნელბედობის ჟამს თქვენ გვერდით არ ვარ. გული ხელით მიჭირავს მაგრამ ახლა, როცა ამ სიტყვებს ისმენთ, მე ჩემს პატარა საკანში ფეხზე ვდგავარ და იმ ცას ვუყურებ, რომლის ქვეშაც თქვენ დგახართ , ასე ვიდგები გვიან ღამემდე, იმ იმედით რომ ყველანი ერთხელ მაინც აიხედავთ ზევით და წამით მაინც შემაძლებინებთ თქვენს შორის დგომას. ” – ეს არის ფრაგმენტი გიგა მაქარაშვილის მიერ საკნიდან გამოგზავნილი წერილიდან, რომელიც წუხელ სალომე ბარკერმა რუსთაველზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს წაუკითხა.

,,აღსასრული იგრძნო დამპალმა ოლიგარქმა და ხედავთ როგორ აქტიურად დაიწყო რეპრესიები. მე ყველაზე მეტად მსჯის, ყველაზე დიდხანს მაყურყუტა პოლიციაშიც, დროებითი დაკავების იზოლატორშიც, სასამართლო ფოიეშიც, მის საკანშიც, მერე პოლიციის მანქანაშიც. საბოლოოდ კი გორშიც გამამწესა.

მაგრამ ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, იცით რა ხდება ჩემს პატარა საკანში? 50-მდე პაკეტი დევს სასმელ-საჭმელით, 30-მდე წიგნი, ტკბილეული, სიგარეტი, რამდენიმე წყება თბილი სამოსი და ეს ყველაფერი წარმოდგენა არ მაქვს ვის მიერაა გამოგზავნილი საკუთარი ქალაქიდან მოშორებით. თითქოს პირი შეკრესო, მოდიან და მოაქვთ ყველაფერი რაც შეუძლიათ. მადლობები და გამამხნევებელი ფრაზები მხვდება წიგნებზე, გაზეთებზე, ხალხისგან, ვისაც საერთოდ არ ვიცნობ.

თუკი ვინმე ლიცენზირებული ადვოკატი იყო ქართლში, ყველა სათითაოდ შემოდის მოსაკითხად. აქ 3 შემოგვიყვანეს, ბექა ბასილაია, გიორგი ბუნტური და მე. გიორგი უკვე გავიდა და დარწმუნებული ვარ ახლა ამ სიტყვებს აქციიდან ისმენს. ბექა ტრადიციულად მხნედაა და გაუჩერებლად იძლევა რჩევებს. დედასავით მზრუნველები არიან ქალბატონი ექიმები. სათითაოდ ვუყვები ამბებს და ვხედავ სისხლი როგორ უდუღთ სამ ცვლაში გადანაწილებულ თანამშრომლებს.

ისე მოხდა, რომ თამლიანის საკანში მოვხვდი, იმავე ლოგინზე მძინავს. რუსუდან დეიდა, ნეტა ცალი თვალით დაგანახათ, როგორ მეკითხებიან თქვენი გმირი შვილის ამბებს. შაბათი რომ დაღამდება, 00:36-ზე გამოვალ. დახვედრაზე ნუ იწვალებთ, შემდეგი აქციისთვის შეინახეთ ძალები მტკიცედ. იდექით, გამარჯვება ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა!” – წერს გიგა მაქარაშვილი

!”

სიახლეები

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ...

ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ...

სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და...