მთავარისიახლეებისამართალიმორიგი ფარსი სასამართლოში - დღეს 20 ივნისის აქციის დაშლისას დაკავებული პირების სასამართლო...

მორიგი ფარსი სასამართლოში – დღეს 20 ივნისის აქციის დაშლისას დაკავებული პირების სასამართლო პროცესი ხმაურით დაიწყო

Published on

დღეს სასამართლოში 20 ივნისის აქციის დაშლისას დაკავებული პირების – ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე კახაბერ კუპრეიშვილის ადვოკატი ზაქრო გვიშიანი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ გამოცხადდა, რის გამოც, მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ბრალდებულს კითხვით მიმართა, სურდა თუ არა, სხდომის ჩატარება.

კახაბერ კუპრეიშვილმა განაცხადა, რომ ის თანახმა არის სხდომა ადვოკატის მონაწილეობის გარეშე ჩატარდეს.

მოსამართლემ ბრალდებულს მისი დაცვის უფლება განუმარტა და აღნიშნა, რომ სხდომა არ ჩატარდებოდა, ვინაიდან ადვოკატი საპატიო მიზეზით სხდომაზე ვერ გამოცხადდა.

აღნიშნულს სხდომათა დარბაზში მყოფი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის 000000000000თინა ბოკუჩავას და სხვა დამსწრეების უკმაყოფილება მოჰყვა.

მოსამართლემ ბოკუჩავას გაფრთხილება მისცა, რომ თუკი სხდომათა დარბაზში წესრიგს არ დაიცავდა, გააძევებდა.

“ეს არის ფარსი, რასაც თქვენ აკეთებთ”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ბრალდებულმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ მას პროცესის გადადების სურვილი არ ჰქონდა და ადვოკატის მონაწილეობის გარეშე დღევანდელ სხდომაზე თავის დაცვას შეძლებდა. ამის შემდეგ, მოსამართლემ სხდომის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ, კერძოდ კი, სამართალდამცავებს.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე ცოტნიაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელიას და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...