მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახა კალაძე: ხვალ ჩემი გუნდით შეიძლება ოპოზიციაში ვიყო...

კახა კალაძე: ხვალ ჩემი გუნდით შეიძლება ოპოზიციაში ვიყო…

Published on

“შეიძლება მე დღეს ხელისუფლებაში ვარ, ხვალ ჩემი გუნდით შეიძლება ოპოზიციაში ვიყო, ჩვენი პარტიით, მაგრამ ჩვენ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არასდროს არ წავალთ, არასდროს ვიქნებით დესტრუქციულები” – განაცხადადღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ.


,, პოლიტიკური კრიზისი აქვს ოპოზიციას. იმ კონკრეტულ პარტიებს, რომლებიც დღეს დესტრუქციულ ქმედებებს ეწევიან. ჩემთვის არაა მიღებული დესტრუქციულ ქმედებები. ვფიქრობ, რომ კონსტრუქციულობა ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი განვითარებისთვის, წინსვლისთვის” – დაძინა მან.

მიუხედავად ამ ტირადისა კონსტრუქციულობის საკითხზე ბევრმა მისი დღევანდელი განცხადება აღიქვა როგორც მინიშნება იმაზე, რომ კახი კალაძე იმზადებს ნიადაგს განზე გახტომისათვის ოლიგარქისგან შერისხვის შემთხვევაში ( რაც გამორიცხული არ არის, რადგან დიდი ხანია კულუარებში ჟღერს ინფორმაცია, რომ მათი ურთიერთობა იდილიური არ არის). არის მეორე ვერსიაც – ეს შესაძლოა იყოს ნიადაგის მომზადება ოლიგარქის შინელიდან გამოსული ხელოვნური ოპოზიციის შექმნისთვის.

სიახლეები

ყირიმის ხიდზე დარტყმის შედეგად ერთ-ერთი თაღი ჩამოინგრა

ყირიმის ხიდზე მორიგი იერიში განხორციელდა, რასაც ძლიერი აფეთქებები მოჰყვა. დარტყმის შედეგად ხიდის ერთ-ერთი თაღი...

ოჯახის წევრის მიმართ, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და...

სასულიერო პირები მხარდაჭერას უცხადებენ მიტროპოლიტ იობს

“მივესალმები საზოგადოებას - მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მინდა მივმართო იმ საზოგადოებას, რომელიც ეკლესიის მრევლად თვლის...

აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება

სამხრეთ აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება - სამხრეთ აფრიკული საგამოძიებო გამოცემის, Daily...