მთავარისიახლეებიპოლიტიკაუმრავლესობის დეპუტატების ნაწილი პარლამენტში უკვე მივიდა, მათ შორისაა ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ...

უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი პარლამენტში უკვე მივიდა, მათ შორისაა ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაიაც

Published on

უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი პარლამენტში უკვე მივიდა. “ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის იმყოფება ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაიაც.

პარლამენტის ყველა შესასვლელი დაკავებული აქვს საპატრულო პოლიციას. ისინი განლაგებული არიან როგორც ჩიტაძის, ასევე ჭიჭინაძის ქუჩაზე. სწორედ სამართალდამცავების კონტროლის მეშვეობით უწევთ დეპუტატებს პარლამენტში შესვლა.

აქციის მონაწილეებს, რომლებსაც პარლამენტის შესასვლელებთან მისვლა და პროტესტის გამოხატვა სურთ, ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს. ჟურნალისტებს აღნიშნულ ქუჩებზე გადაადგილება საშვებით უწევთ იმისთვის, რომ პარლამენტის შენობასთან მისვლა შეძლონ. აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებას მხოლოდ პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტები ახერხებენ.

 შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. 

სიახლეები

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს. მაღალი იერარქებიდან საპატრიარქო ტაძარში იმყოფებიან მიტროპოლიტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, ხოლო ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი - ინფორმაცია ეროვნული...

ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "ელენე ციხეშია...

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, იქნება ივანიშვილი – ოპოზიციის ალიანსი ხოშტარიას განაჩენზე

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა,...