მთავარისიახლეებიპოლიტიკარა ხდება რუსთაველის მთავარ გამზირზე დღეს (ფოტორეპორტაჟი)

რა ხდება რუსთაველის მთავარ გამზირზე დღეს (ფოტორეპორტაჟი)

Published on

წუხელ მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველზე გაათენა ღამე აქციის მონაწილეთა ნაწილმა. მიუხედავად იმისა, რომ ღუმელი და შეშა წაართვეს პოლიციელებმა, ერთი ღუმელი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ადგილზე დარჩენილი აქციის მონაწილეები ერთად მდგარიყვნენ. “არ ვაპირებთ დაშლას, აქ ვიყავით წუხელ მთელი ღამე, დაგვარბიეს, გაგვიმეტეს პოლიციელებმა, მაგრამ ერშულოვნები ვართ, ეს ხელისუფლება უნდა მოშორდეს ქვეყანას, არ დავიღლებით სამშობლოს სიყვარულში, ვერც წყლის ჭავლი გაგვტეხს და ვერც რეზინის ტყვიები”- უთხრა “ოდიშინიუსს “მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტმა, ზუგდიდელმა ნიკოლოზ კალანდიამ, რომელმაც წუხელ ღამე რუსთაველზე გაათია.

“ვიდექით მშვიდობიანად, მოვიდნენ და დაგვარბიეს, რას ვაშავაებთ? ვითხოვთ პროპორციულ, ვადამდელ არჩევნებს, გადაგვაგდეს, მთავრობამ გადაგვაგდო, თავზე არ დავისვამთ, გამორუცხულია, ხალხს შია და პატრონი არ ყავს.”- ყვება “ოდიშინიუსთან” ზუგდიდელი, 71 წლის დოდო გოგია, რომელმაც ასევე წუხანდელი ღამე რუსთაველის გამზირზე გაათია.

დოდო გეთია- 71 წლის ზუგდიდელი აქციის მონაწილე

აქცია დღეს დილიდან განახლდა, წუხელ სპეცრაზმმა მოახერხა და მომიტინგეები დაშალა, თუმცა, მთავარ ლოკაციაზე აქციის მონაწილეებმა მთელი ღამე გაათენეს.

ფოტოები – ნიკოლოზ კალანდია , მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტი

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....