მთავარისიახლეებიკონფლიქტებირუსეთის მორიგი ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიების ანექსიაში დოკუმენტების რატიფიცირების დონეზე

რუსეთის მორიგი ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიების ანექსიაში დოკუმენტების რატიფიცირების დონეზე

Published on

რუსეთის სათათბირო ვერ ან არ აცნობიერებს, რომ საქართველოს ტერიტორიების ამგვარი ანექსია დოკუმენტების რატიფიცირების დონეზე, საერთაშორისო სამართლის ნორმების ყველაზე უხეში დარღვევაა, – ასე გამოეხმაურა აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს მიერ რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე 2015 წლის ნოემბერში დადებული ე. წ. შეთანხმების რატიფიკაციას. 
ყოლბაიას განცხადებით, არ გაკვირვებია, რომ 2 ნოემბერს დუმამ ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი ე.წ. დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა, რადგან ”ყველაფერი სწორედ ამისკენ მიდიოდა, რომ 2015 წლის ნოემბერში რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფებების შექმნას რატიფიცირების აქტი უნდა მოჰყოლოდა”. 
”ამ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება პირდაპირ გამოხატავს დოკუმენტის არსს. კერძოდ იმას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი პოლიტიკა კვლავ ძალაშია. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ რუსეთის დუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომიტეტის ხელმძღვანელი ძმობასა და მეგობრობას გვეფიცება და ჩვენს სამომავლო კეთილმეზობლურ ურთიერთობებზეც კი საუბრობს. როდესაც ამ განცხადების მეორე დღესვე დუმა რატიფიცირებას უკეთებს ხელშეკრულებას, რომელიც მთლიანად არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ურღვევობა და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ურთიერთობებს ვერაფერს შესძენს. ასეთი დამოკიდებულება მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის სათათბირო ვერ ან არ აცნობიერებს, რომ აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია და რომ საქართველოს ტერიტორიების ამგვარი ანექსია დოკუმენტების რატიფიცირების დონეზე, საერთაშორისო სამართლის ნორმების ყველაზე უხეში დარღვევაა“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
ყოლბაიას კომენტარს აფხაზეთის ა/რ მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

სიახლეები

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...