მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართული ოცნება პარლამენტის თავმჯდომარეს ახალ მოადგილეებს და კომიტეტების ხელმძღვანელებს ...

ქართული ოცნება პარლამენტის თავმჯდომარეს ახალ მოადგილეებს და კომიტეტების ხელმძღვანელებს უნიშნავს

Published on

პარლამენტის თავმჯდომარეს 7 მოადგილე ეყოლება. არსებული ინფორმაციით,ვიცე-სპიკერი მამუკა მდიარაძე ხდება , რომელიც ამავე დროს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც იქნება, ასევე ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ინაცვლებენ გიორგი კახიანი და  კახა კუჭავა  (საგარეო მიმართულებით), გია ვოლსკი კი, რომელსაც ამ დრომდე ვიცე-სპიკერის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტები ეკავა, პირველი ვიცე-სპიკერი იქნება. როგორც ცნობილია, გარდა აღნიშნული პირებისა, სპიკერატში, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები ასევე უკავიათ აჭარაში არჩეულ დეპუტატ ილია ნაკაშიძეს და ოპოზიციის კვოტით არჩეულ სერგი კაპანაძეს და ირნა ინაშვილს.

რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, ევროინტეგრაციის კომიტეტს თამარ ხულორდავას  ნაცვლად დავით სონღულაშვილი უხელმძღვანელებს, საგარეო კომიტეტს სოფო ქაცარავასგან  ირაკლი ბერაია გადაიბარებს, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი ნინო წილოსანი  იქნება. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელად რჩება რომან კაკულია 

გარდა ამისა, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს რატი იონათამიშვილი  

ვაკანტურ საპარლამენტო თანამდებობებზე დასანიშნი პირების საკითხზე საბოლოო შეთანხმება უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე შედგა. მმართველ გუნდში მიღებული გადაწყვეტილებები დეტალურად პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი.

სიახლეები

კობახიძე “ოცნების” არაღიარების შესაძლო კრიმინალიზებას “დროული ინიციატივას” უწოდებს

ირაკლი კობახიძე არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ "თუ პარლამენტი დათანხმდება, შესაძლოა, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ...

საქართველოში ექსტრადირებული პირი 22 წლის, თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულია

22 წლის თამაზ მთივლიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოშია. შემზარავი მკვლელობის ორგანიზატორის გიორგი პაპაშვილის ექსტრადირება...

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ...

მედია- მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს

საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Al Arabiya-ს ცნობით, ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი საიფ...