მთავარისიახლეებიპოლიტიკასცემეს თუ არა ფოთის მერი გოჩა კურდღელია თანამშრომლებმა?

სცემეს თუ არა ფოთის მერი გოჩა კურდღელია თანამშრომლებმა?

Published on

ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ ,,ინტერპრესნიუსთან” საუბარში კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას მერიის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, ეს არის ჭორი.

„საიდან მოიტანეთ? ეს არის ჭორი. ამ წუთებში ვიმყოფები ჩემს კაბინეტში და ვმართავ სამუშაო თათბირს 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით,“- განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ გოჩა კურდღელიამ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, აღიშნულ სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით, უწყებაში შეტყობინება არ შესულა.

ცნობისთვის, ყოფილმა საჯარო მოხელემ, შორენა მირცხულავამ დღეს სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ გუშინ მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა ფოთის მერს, გოჩა კურდღელიას სცემეს.


“გუშინ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერიის შენობაში სასტიკად ცემეს მერიის თანამშრომლებმა!!! მანამდე, პარასკევს ფოთის მერმა, თავისი მდივნის თანდასწრებით, ერთერთ თანამშრომელს ხელი გაარტყა. გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, ფოთის მერი ქორწილში წავიდა საქეიფოდ. ეს მისთვის ჩვეული ჟესტია. რამდენიმე წლის წინაც, როცა გოჩა კურდღელია ფოთის საკრებულოს წევრი იყო, სასტიკად გაილახა, ადგა, ტალახი ჩამოიფერთხა და მეორე საკრებულოს წევრის, თენგიზ სარიშვილის შვილის ქორწილში შევიდა!”, – წერს მირცხულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

სიახლეები

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...

ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერესებს სტრაზბურგის სასამართლოში TI დაიცავს

26 ივნისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) მორიგი საჩივარი გააგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის...

ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა,სადაც ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართავს...

შეშფოთებულნი ვართ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამო – აშშ-ს საელჩო

აშშ-ს საელჩო საქართველოში, რადიო თავისუფლების შეკითხვების პასუხად გაგზავნილ წერილობით განცხადებაში წერს, რომ შეშფოთებულები არიან...