მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებულ აფხაზეთში სომხური თემის კულტურისა და ყოფისადმი მიძღვნილი ფესტივალი ,,ამშენი’’ ჩატარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში სომხური თემის კულტურისა და ყოფისადმი მიძღვნილი ფესტივალი ,,ამშენი’’ ჩატარდა

Published on

,,ამშენობა''  – როგორც ჯილდო სომხური თემის ანტიქართული განწყობებისთვის   სომხეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მოლოდინში. 
 
ოკუპირებულ აფხაზეთში, გულირიფშის რაიონის სოფელ ფშაფში  ჩატარდა  სომხური თემის  კულტურისა და ყოფისადმი მიძღვნილი ფესტივალი ,,ამშენი’’
ფესტივალში მონაწილეობდნენ სომხური თემები მთელი აფხაზეთიდან. ფშაფის სკოლის ეზოში გამოფენილი იყო სომხური ტკბილეული, სომხური ყოფისთვის დამახასიათებელი საყოფაცხოვრებო ნავთები , ხელოსანთა ნაკეთობები ხალხური რეწვის სხვა ნიმუშები. აქვე გაიმართა    საზეიმო კონცერტი, რომელშიც ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად სოხუმიდან და გაგრიდან ჩასული სომხური და აფხაზური შემოქმედებითი ჯგუფებიც მონაწილეობდნენ.
 
აფხაზური მედიის განმარტებით, ,, ამშენი არის მცირე სომხეთის სანაპირო ნაწილი, რომელიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს . მცირე სომხეთი კი თავის დროზე გადაჭიმულიიყო მდინარე ჭოროხის სანაპიროდან ქალაქ  ორდუმდე და შედგებოდა სამი ნაწილისაგან  – ჯანიკი, ხახტიკი და ამშენი. აფხაზეთში მცხოვრები სომხების დიდი ნაწილი წარმოშობით ამშენიდან არის.’’ 
,,ამშენობას“ დაესწრო ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაც.
,,მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს  აფხაზთა დიდი ნაწილი ოსმალეთის იმპერიაში იქნა განდევნილი  და აფხაზეთი  ხალხისაგან დაიცალა. ამ დროისათვის თურქეთის მმართველ წრეებში განუწყვეტლივ იზრდებოდა ანტისომხური განწყობები, დაიწყო  პირველი ,,პოგრომები’’, შედეგად ბევრმა სომეხმა მოსალოდნელ ხოცვა -ჟლეტას, რომელიც დღეს გენოციდის სახელით არის ცნობილი, ქვეყნიდან გაქცევით დააღწია თავი და თავშესაფრის ძებნა სხვაგან დაიწყო. აფხაზეთი და რუსეთის შავიზღვისპირეთი მათი დასახლებისთვის ერთერთი ყველაზე მოხერხებული ადგილი აღმოჩნდა. ასე იპოვეს ამშენიდან ლტოლვილმა სომხებმა  ახალი სამშობლო, რომელიც ენგურიდან ყუბანამდე იყო გადაჭიმული.'' – განაცხადა ხაჯიმბამ მისასალმებელ სიტყვაში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ფესტივალის ისტორია ახლა მხოლოდ იწყება და ,,ძალიან მნიშვნელოვანია,  გაგრძელდეს და განვითარდეს, როგორც აფხაზეთის კულტურული მრავალფეროვნებისა და ეთნოსთაშორისი ჰარმონიის  დემონსტრირება, მან ხელი უნდა შეუწყოს აფხაზეთისა და სომხეთის დაახლოებას და ურთიერთსასარგებლო კონტაქტების განვითარებას ყველა დონეზე.“- წერს აფხაზური მედია.
 
ხაჯიმბას ,,განსწავლულობასა’’ და ჰემშინების ისტორიაში ,,წვდომასა'' და წიაღსვლებს რომ თავი ვანებოთ, უნდა აღინიშნოს, რომ ,,ამშენობის’’ ორგანიზება  არის ნაწილი  აფხაზებისა და აფხაზეთში მომრავლებული სომხების ურთიერთობებში  გაჩენილი ბზარების შენიღბვაზე მიმართული კამპანიისა  –  ეს ერთის მხრივ,  არის ჯილდო სომხური თემების ანტიქართული განწყობებისთვის და,, აფხაზური სახელმწიფოს ერთგულებისთვის'', რომელიც აფხაზური პარლამენტის დეპუტატმა ლევონ გალუსტიანმა გაახმოვანა  (,,აფხაზეთში თავს კომფორტულად ვგრძნობთ და ჩვენი ვალია შევასრულოთ შუამავლის როლი სოხეთის მიერ აფახზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაში'' ), მეორე მხრივ კი, რევერანსი მოსკოვის წინაშე, რომელიც, მართალია, ერდოღანის მოკავშირეობაზე ამყარებს იმედებს დასავლეთთან დაპირისპირებაში, მაგრამ ამავე დროს არ ეშვება ჩვეულ გამთიშველ პოლიტიკას და ხელების ფათურს სხვა ქვეყნების, იგივე თურქეთის  ცხოვრებაშიც  (ცნობილია რუსეთის დამოკიდებულება სომეხთა გენოციდის აღიარების საქმეშიც).  
შეგახსენებთ კრემლის რუპორის ვლადიმერ ჟირინოვსკის განცხადებას –   "თურქეთის საკითხი უნდა გადაწყდეს, და ის სხვისი ხელით უნდა გადაწყდეს. სომხები ვერ იტანენ თურქებს, თუ ჩვენ უფლებას მივცემთ სომხებს მათი ტერიტორიები ჩაიგდონ ხელთ, ისინი ამას სიამოვნებით გააკეთებენ. სომხები ამას  ჯერ კიდევ 1918 წელს გააკეთებდნენ, თუმცა მაშინ მოსკოვი მათ არ დაეხმარა და თურქების მხარეს გადავიდა. ქურთები ჩვენგან დახმარებას ელოდებიან, თუ ჩვენ ქურთებს ვეტყვით, რომ მათ დამოუკიდებლობას ვაღიარებთ, და მათი რაოდენობა, როგორც ცნობილია 20 მილიონს აღწევს, მათი დედაქალაქიც ცნობილია, ეს დიარბეკირია. მაშასადამე, აღმოსავლეთ ანატოლია როგორც ასეთი შეწყვეტს არსებობას. შედეგად ჩვენ გვეყოლება დამოუკიდებელი ქურდისტანი და დიდი სომხეთი".
 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...