მთავარისიახლეებიპოლიტიკაპროპორციული არჩევნების თემა დახურულია - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით ჩატარდება...

პროპორციული არჩევნების თემა დახურულია – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით ჩატარდება – რა ბედი ელის კალაძის გაშვერილ თითს?

Published on

 პროპორციული არჩევნების თემა დახურულია – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით ჩატარდება. – განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. რაც შეეხება საარჩევნო რეფორმის საკითხს , კახა კალაძის თქმით, საერთო სახალხო გამოკითხვა, ანუ პლებისციტი გადაწყვეტს, როგორ უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და ეს გამოკითხვა 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდება.

“გუშინ და დღეს, გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად, ჩვენ ისინი [მაჟორიატარიდ დეპუტატები] დავარწმუნეთ, რომ გუნდი 2020 წლის არჩევნებისთვის ვერცერთ ახალ ინიციატივას ვერ განიხილავს.

თუმცა, ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინიციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება” – თქვა კალაძემ ბრიფინგზე. მისი ეს განცხადება ნიშნავს, რომ შესაძლოა კონსტიტუციაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ჩანაწერი შეიცვალო

ის, თუ რას მიიღებს პასუხად ქართული ოცნება ამ გადაწყვეტილებაზე, ჩანს იმაშიც, რომ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შენობა უკანა გასასვლელიდან დატოვეს, სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები კი სკანდირებდნენ: „მონებო!“ .

სიახლეები

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა...

გიორგი ჩიკვაიძემ ციხეში შიმშილობა დაიწყო

პატიმრობაში მყოფმა გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო - ინფორმაციას ბიზნესმენის დედა, ეკა წერეთელი ავრცელებს. მიზეზად პატიმრის...

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...