მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ყველა ნაბიჯს, რომელსაც „ქართული ოცნება“ გადადგამს, ჩვენ გავაკონტროლებთ. ბიძინა ივანიშვილს სიცოცხლეს გავუმწარებთ''-...

,,ყველა ნაბიჯს, რომელსაც „ქართული ოცნება“ გადადგამს, ჩვენ გავაკონტროლებთ. ბიძინა ივანიშვილს სიცოცხლეს გავუმწარებთ”- სახალხო პროტესტი და სამართალდამცველების მობილიზაცია თბილისში

Published on

პარლამენტის ეზოში დილიდან სამართალდამცველების მობილიზებაა. საკანონმდებლო ორგანოს ეზოში პოლიციის ავტომობილები დგას. ადგილზე, ასევე, მობილიზებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე ავტობუსი, 112-ის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძრო მანქანები.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და აქტივისტები დღეს პარლამენტთან აქციას გამართავენ. იგეგმება საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებაც. ოპოზიციის განცხადებით, ისინი უმრავლესობას 26 ნოემბრის პლენარული სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

საართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობა დგას „ქართული ოცნების“ ოფისთანაც, სადაც უმრავლესობის სხდომა უნდა გაიმართოს. აქ ადრე დილიდან მივიდნენ სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები ხელში ტრანსფარანტებითა და საყვირებით . აქტივისტებმა ე.წ. სირცხვილის კორიდორი გააკეთეს და უმრავლესობის წარმომადგენლებს ელოდებიან. „ბიძინა, ჩვენ ისევ მოვედით“ – ამ შეძახილებით აქტივისტები მმართველ პარტიას დანაპირების შესრულებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ჩათვლიან მიზანს მიღწეულად.

„როგორც შევპირდით მოსახლეობას, ყველა ნაბიჯს, რომელსაც „ქართული ოცნება“ გადადგამს, ჩვენ გავაკონტროლებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ  მორიგ „ტრიუკს“ არ შევჭამთ. ბიძინა ივანიშვილის „ოცნებას“ სავარაუდოდ დარჩა რამდენიმე დღე და მივმართავ მოსახლეობას გამოდით და ერთად გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი საქმე“, – განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ ერთ- ერთმა წევრმა.

მოძრაობა “სირცხვილიას” აქციის მონაწილეების თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემის პროექტის ჩავარდნა, ხელისუფლების მხრიდან დაცინვაა.

მათივე თქმით, დღევანდელი აქცია მშვიდობიანი და იქნება ასევე მშვიდობიანად მოხდება პარლამენტის პიკეტირება.

“რეპრესიები გრძელდება დაშინების მიზნით, სწორედ ამიტომ დააკავეს რურუაც. 25 ნოემბერს მასშტაბური აქცია ჩატარდება დ ეს იქნება პასუხი ივანიშვილს. სიცოცხლეს გავუმწარებთ, ეს დაკავებები ჩვენ პროტესტს ზიანს ვერ მიაყენებს. საზოგადოების გაერთიანება შეასრულებინებს დაპირებას,”- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

სიახლეები

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბრიდან ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ...

სხვადასხვა ნივთში დამალული ოქრო გადმოჰქონდა – საგამოძიებომ სარფში 1 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით...