მთავარისიახლეებიპოლიტიკაახალი საკენკი - პლებისციტი საარჩევნო სისტემის საკითხზე . ,,ბატბიძინა,...

ახალი საკენკი – პლებისციტი საარჩევნო სისტემის საკითხზე . ,,ბატბიძინა, თქვენ ხალხი გამოშტერებული ხომ არ გგონიათ?” – ამბობენ ოპოზიციაში

Published on

ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართული ოცნების ოფისში დღეს შემდგარ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი და მაჟორიტარები საარჩევნო სისტემის საკითხზე პლებისციტის ჩატარებაზე შეთანხმდნენ, თუმცა მაჟორიტარებს ეს არ დაუდასტურებიათ. როგორც ამბობენ, პლებისციტის ჩატარების იდეა უმრავლესობის დეპუტატმა აკაკი ზოიძემ წამოაყენა.

,,ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დროის გაწელვის საკითხი. ქართულ ოცნებას ძალიან ეშინია მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტის, რაც ჩვენ დავიწყეთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს სწორი გზით მივდივართ. ეს ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ რეალურად გაითვალისწინონ ხალხის ნება და არა უბრალოდ მექანიზმები შექმნან, რომ გაწელონ პროცესი. – ამბობს ოპოზიციური გაერთიანების “ძალა ერთობაშია” ერთერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე

ჩვენ ამას არ მივიღებთ. ახლა შევიდეთ რაღაც პლებისციტში, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, ამის შემდეგ კიდევ ვენდოთ ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, რომ ისინი რამეს მიიღბენ, ხომ გესმით, რომ ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი და ჩვენ ამაში მონაწილეობას არ ვაპირებთ.

ჩვენი სტრატეგია არის არაძალადობრივი მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას რეალური ნაბიჯები გადადგას. მათი მიზანია თაღლითობის გზით გაანელონ პროტესტი. ერთხელ და ორჯერ რომ ადამიანი ვიღაცის თაღლითობაზე წამოეგები, ნდობა აღარ გაქ, შესაბამისად მიდიხარ ძალიან კონკრეტული ნაბიჯებით.

ორი ვარიანტია, ან გადაიფიქრონ სესიის ჩატარება, ან გამოიყვანონ ისევ ათი ათასი რობოკოპი სპეცნაზი რომელიც დაშლის მშვიდობიან დემონსტრანტებს და მხოლოდ ათი ათასი რობოკოპის დაცვის ქვეშ შეძლონ სესიის ჩატარება. ჩვენი მიზანი, პირდაპირ გეუბნებით, ეს არის. მანამდე მოუწევს ამ რეჟიმში მუშაობა ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, სანამ ხალხის ხმას არ გაითვალისწინებს – ამბობს ვაშაძე.

,,ეგ საკენკი დაუყარეთ თქვენ მონა-მორჩილებს – დაჩი ბერაიებს და დიმიტრი ხუნდაძეებს. – წერს ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთო კახიძე სოციალურ ქსელში. ბატონო ბიძინა, რა პლებისციტი, თქვენ ხალხი გამოშტერებული ხომ არ გგონიათ?

სრულიად ოპოზიციური სპექტრი მოითხოვს პროპორციულ სისტემას და ყველა კვლევით მოსახლეობის უმრავლესობა ამ აზრზეა.

ახლა გინდათ დროის მოგება და ამოსუნთქვა, იქნებ როგორმე საპროტესტო განწყობა მინელდეს ხომ?” – წერს ოთო კახიძე

სიახლეები

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...