მთავარისიახლეებიპოლიტიკაIpsos-ის კვლევა: არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გამოკითხულთა 65%-მა დადებითი პასუხი გასცა,...

Ipsos-ის კვლევა: არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გამოკითხულთა 65%-მა დადებითი პასუხი გასცა, 10%-მა უარყოფითი, ხოლო 25%-მა თქვა, რომ არ იცის

Published on

ელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა Ipsos-მა მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა.

კითხვაზე უჭერენ თუ არა მხარს არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გამოკითხულთა 65%-მა დადებითი პასუხი გასცა, 10%-მა უარყოფითი, ხოლო 25%-მა თქვა, რომ არ იცის.

კითხვაზე მიიღებენ თუ არა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, თუ ის სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდა 71% ამბობს, რომ ნამდვილად მიიღებს, 10% ამბობს, რომ ალბათ მიიღებს, 3% ამბობს, რომ ალბათ არ მიიღებს მონაწილეობას, 4% ამბობს, რომ ნამდვილად არ მიიღებს მონაწილეობას, 10% ამბობს, რომ არ იცის.

ამავე კითხვაზე, თუმცა არსებული, შერეული სისტემით ჩატარების შემთხვევაში 52% ამბობს, რომ ნამდვილად მიიღებს მონაწილეობას, 11% ამბობს, რომ ალბათ მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 9% ამბობს, რომ ალბათ, არ მიიღებს მონაწილეობას, 14% ამბობს, რომ ნამდვილად არ მიიღებს მონაწილეობას, 12%-მა არ იცის, ხოლოდ 2% პასუხზე უარს ამბობს.

კითხვაზე სმენიათ თუ არა მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნის თაობაზე 80% ამბობს, რომ კი, 16% ამბობს არას, ხოლო 4% ამბობს რომ არ იცის.

კითხვაზე მხარს უჭერენ თუ არა ამ მოთხოვნას 60% ამბობს რომ მხარს უჭერს, 23% ამბობს, რომ არ უჭერს, ხოლო 17% ამბობს რომ არ იცის.

კითხვაზე სმენიათ თუ არა მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების გერმანული სისტემით დანიშვნის თაობაზე პასუხი ასეთია – 56% – კი, 33% – არა, 11% – არ ვიცი.

ამ მოთხოვნას მხარს უჭერს გამოკითხულთა 31%, წინააღმდეგია 29%, ხოლო 40%-ს პასუხი არ აქვს.

მთავრობის გადადგომის მოთხოვნაზე კი გამოკითხულთა 80% ამბობს, რომ სმენია, 15% ამბობს, რომ არ სმენია, ხოლო 5% ამბობს რომ არ იცის.

მთავრობის გადადგომის მოთხოვნას იზიარებს გამოკითხულთა 41%, არ ეთანხმება 37%, არ იცის 22%-მა.

კითხვაზე სმენიათ თუ არა მოთხოვნა ტექნიკური მთავრობის დანიშვნის თაობაზე, რომელიც არჩევნებს ჩაატარებს პასუხი ასეთია – 61% – კი, 32% – არა, 7% – არ ვიცი.

მოთხოვნას მხარს უჭერს 46%, 29% ამბობს, რომ არ იზიარებს, ხოლო 25%-ს პასუხი არ აქვს.

კითხვაზე, მათი აზრით, აქვს თუ არა შანსი ქართულ ოცნებას მოიპოვოს უმრავლესობა უახლოეს საპარლამენტო არჩევნებში, თუ ის არსებული შერეული სისტემით ჩატარდება 40% ამბობს, რომ კი, 34% ამბობს რომ არა, ხოლო 26%-მა არ იცის.

იითხვაზე, მათი აზრით, აქვს თუ არა შანსი ქართულ ოცნებას მოიპოვოს უმრავლესობა უახლოეს საპარლამენტო არჩევნებში, თუ ის პროპორციული სისტემით ჩატარდება 31% ამბობს, რომ კი, 41% ამბობს რომ არა, ხოლო 28%-მა არ იცის.

როგორც გიორგი თარგამაძემ საკუთარ გადაცემაში თქვა, რომ კვლევის ცდომილება 5%-მდეა. მან გამოაცხადა, რომ მსგავსი კვლევები პერიოდულად ჩატარდება და მას საზოგადოებას ფორმულს ეთერში გააცნობენ.0

სიახლეები

ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნანუკა ჟორჟოლიანი გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს. ჟორჟოლიანი აღნიშნავს,...

NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა

NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "ირაკლი...

პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა – სალომე ზურაბიშვილი

პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა - ამის შესახებ საქართველოს...

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა...