მთავარისიახლეებიეკონომიკადოლარის ფასი კომერციულ ბანკებში სამი ლარია - პრემიერმინისტრი კი ეკონომიკის მზარდ პერსპექტივებზე...

დოლარის ფასი კომერციულ ბანკებში სამი ლარია – პრემიერმინისტრი კი ეკონომიკის მზარდ პერსპექტივებზე საუბრობს

Published on

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პროპორციული სისტემით არჩევნების მოთხოვნით დაწყებულ აქციები უარყოფით ზეგავლენას ახდენს ეკონომიკურ განვითარებაზე .

გახარიას თქმით, “უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები” ამას არ ითვალისწინებენ და ამიტომ, მთავრობა ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად “გარკვეული ნაბიჯების გადადგმას” აპირებს. პრემიერმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, განიხილოს, რამდენად შესაძლებელია, სავალუტო სესხების გაცემის 200 000-ლარიანი ლიმიტი 100 000 ლარამდე შემცირდეს. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან 200 000 ლარამდე სესხის მხოლოდ ლარში აღებაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივით ივანე მაჭავარიანს ბიუჯეტის განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარემაც მიმართა. 

“დედოლარიზაციის მიზნით”, საქართველოს მთავრობამ კერძო ბიზნესს 200,000 ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში აღება წლის დასაწყისში აუკრძალა. ცვლილებას მხარს უჭერდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და ამბობდა, რომ ეს ნაბიჯი ქვეყანაში ლარიზაციის მაჩვენებლის ზრდას დაეხმარებოდა. 

უცხოური ვალუტის და უცხოეთის ეკონომიკის მიმართ საქართველოს მოსახლეობაში უფრო მაღალი ნდობაა, ვიდრე ქართული ეკონომიკის მიმართ. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ქვეყანაში არსებული დეპოზიტების 60% არის უცხოურ ვალუტაში ნომინირებული. რაც ნიშნავს რომ კომერციულ ბანკებს დოლარის უფრო მეტი რესურსი აქვთ, ვიდრე ლარის. იმ პირობებში, როდესაც ბიზნესისთვის დოლარის სესხის მიწოდება ხელოვნურად იკრძალება, ბაზარზე ერთადერთი ალტერნატივა ლარის სესხი რჩება. მოთხოვნის ხელოვნური ზრდის პირობებში მისი შეზღუდული ლარის რესურსით დაკმაყოფილებას შესაძლოა ამ პროდუქტზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა მოჰყვეს.

მინდა, ეროვნულ ბანკს მოვუწოდო, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობის და ინფლაციის ტარგეტირების უზრუნველსაყოფად. დღეს ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ყველამ ერთად, კოორდინირებულად, ეროვნულ ბანკთან ერთად, უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ როგორც ეკონომიკური ზრდა მთავრობის მხრიდან, ასევე, ინფლაციის ზღვრული ნორმები, რომელიც ჩვენ გვქონდა წლის დასაწყისში დაგეგმილი და ფასების სტაბილურობა. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და, რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან გადავდგამთ ყველა აუცილებელ ნაბიჯს, თუმცა, ასევე, მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, გადადგას ის ნაბიჯები, რომლებიც მისი კომპეტენციის ფარგლებშია – განაცხადა გახარიამ

სიახლეები

“იმედი მაქვს სანქციები არ დაიგვიანებს!” – სინდისის პატიმარი, ირაკლი ქერაშვილი EU საელჩოებს წერილით მიმართავს

სინდისის პატიმარი, ირაკლი ქერაშვილი ევროპული ქვეყნების საელჩოებს წერილით მიმართავს. გლდანის საპყრობილეში გამოკეტილი, ოლიგარქის რეჟიმის...

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ სამ პირს ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...

სენატში MEGOBARI აქტის განხილვა 27 მარტს გაიმართება – რაუფოღლუ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი MEGOBARI Act-ს27 მარტს განიხილავს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში...

რა ადგილი ეჭირა “მერაბ სოხუმსკის” ცხოვრებაში ძმას და რა შეიძლება მოჰყვეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობას

"თაიმერი" ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც განხილულია თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გუშინდელი თავდასხმა ლევან ჯანგველაძეზე, რომელიც...