მთავარისიახლეებისაზოგადოებასკოლებში მე-4 და მე-6 კლასის გამოცდები შესაძლოა ელექტრონულად ჩატარდეს

სკოლებში მე-4 და მე-6 კლასის გამოცდები შესაძლოა ელექტრონულად ჩატარდეს

Published on

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე აცხადებს, რომ მე-4 მე-6 კლასებში ტესტირება ელექტრონულა ჩატარდეს, ამის შესახებ Edu.aris.ge წერს. 

„ტესტირება, გვინდა, რომ იყოს სრულად კომპიუტერზე, პასუხების ფურცელიც რომ არ ჰქონდეთ და მოსწავლეებმა ყველაფერი გააკეთონ კომპიუტერთან“, – აცხადებს სოფიო გორგოძე.

„ჩვენ გვსურს, რომ შეფასებებს, რომლებსაც სკოლაში დავიწყებთ მე-4 მე-6 კლასებში, იყოს ელექტრონული ფორმატის. ჩატარდება სკოლებში. ტესტირება გვინდა, რომ იყოს სრულად კომპიუტერზე, პასუხების ფურცელიც რომ არ ჰქონდეთ და მოსწავლეებმა ყველაფერი გააკეთონ კომპიუტერთან. იყოს არამხოლოდ მოსანიშნი დავალებები, არამედ  რაღაცის ჩაწერაც შეეძლოს ბავშვს. უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობის უნარები გააჩნდეს მოსწავლეს და გარკვეულწილად, აქ ამასაც გამოვცდით. როდესაც მოლოდინი ექნებათ სკოლებს, რომ ამ მიმართულებით მივდივართ, იმედი მაქვს, უფრო აქტიურად გამოიყენებენ  ბუკებს, რომლებიც სკოლებს ურიგდებათ და უფრო აქტიურად იმუშავებენ ტექნოლოგიების მიმართულებით“, – აცხადებს სოფიო გორგოძე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ Edu.aris.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019-2020 სასწავლო წლის ბოლოს, პროექტ „შეფასება განვითარებისთვის“ საპილოტე ვერსია 200-მდე საჯარო სკოლაში განხორციელდება. მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეები ტესტებს ქართულსა და მათემატიკაში ჩააბარებენ. მომდევნო სასწავლო წლიდან პროექტის განხორციელება ყველა სკოლაში იგეგმება, ხოლო მე-10 კლასელების ნაწილი, ამავე პროექტის ფარგლებში, მომდევნოს სასწავლო წელს საპილოტე ტესტებს გაივლის.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...