მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას არ გამორიცხავს

რუსეთი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას არ გამორიცხავს

Published on

  რუსეთი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას არ გამორიცხავს, თუმცა ამ საკითხში თბილისსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების გათვალისწინებაა საჭირო. ამის შესახებ რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა.„პრინციპში, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ. რა თქმა უნდა, ამ საკითხისადმი მიდგომისას, საჭიროა შესაბამისი პროცესების გათვალისწინება ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა კარასინმა.როგორც მან აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ, როდესაც ბრიუსელმა და თბილისმა ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებები დაიწყეს, თბილისისთვის მომზადდა დეტალური სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებაზეც თბილისი რეგულარულად აბარებდა ანგარიშს.
  „საუბარია დიდ და შრომატევად სამუშაოზე, რომელიც, სავარაუდოდ, შეიცავდა მჭიდრო სახელმწიფოთაშორისო ურთიერთმოქმედებას საგარეო და სხვა უწყებების ხაზით. უნებლიედ ჩნდება კითხვა, რამდენად რეალურია ასეთი სამუშაოს შესრულება რუსეთსა და საქართველოს შორის, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის დღევანდელ ვითარებაში?“, – განაცხადა კარასინმა.მან აღნიშნა, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ მოსკოვმა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზის აღების პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა. 
 
 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...