მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილს ქუჩის პროტესტის შეეშინდა:"თავის ტკივილი თუ გახდება, უკან დავაბრუნოთ... იტყვიან, რომ...

ბიძინა ივანიშვილს ქუჩის პროტესტის შეეშინდა:”თავის ტკივილი თუ გახდება, უკან დავაბრუნოთ… იტყვიან, რომ დავარწმუნე…” – ყვება ნიუპოსტის წყარო შუშის სასახლიდან

Published on

ბიძინა ივანიშვილს ქუჩის პროტესტის შეეშინდა.

“ნიუპოსტის” ექსკლუზიური ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, საკუთარი კანონპროექტი ჩააგდო, “ქართული ოცნების” ლიდერისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა სრული ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება და მასობრივი პროტესტი, რომელიც ამ დრომდე თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს. ივანიშვილს ეშინია, რომ ეს ყველაფერი ბევრად უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს.

უფრო ადრე, ვიდრე კანონპროექტის ჩაგდებამდე, “ნიუპოსტი” წერდა, რომ ოლიგარქმა დავალება გასცა მაჟორიტარების ხელით ჩაეგდო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის განხორციელებაც მან არა მხოლოდ ქართველ ხალხს არამედ, საერთაშორისო პარტნიორებსაც დაჰპირდა.

ჩვენი წყაროს ცნობით, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი გუნდის წევრებთან დაძაბული საუბარი ჰქონდა. “თუ ასე გაგრძელდა და ვერაფერს ახერხებთ, ადგებით და გადაითვლით, არაფერი უჭირს…” – ეს იყო ივანიშვილის დავალება, რომელიც გუნდმა მიიღო.

ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, სავარაუდოდ გეგმა ასეთია: ივანიშვილი თავის გუნდის 5-6 დეპუტატს ათქმევინებს, რომ ისინი შეცდნენ და პარტიის ლიდერმა დაარწმუნა, რომ პროპორციული სისტემა ქვეყნისთვის კარგია და ეს უნდა გავიდეს – “თავის ტკივილი თუ გახდება, უკან დავაბრუნოთ… იტყვიან, რომ დავარწმუნე…” – გვიყვებიან შუშის სასახლიდან.

რაც იზამს ოლიგარქი, უცნობია, თუმცა ივანიშვილი, რომელიც ხვდება, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა ნელნელა ეცემა და ხელისუფლების დაკარგვა რეალური ხდება, ცდილობს ყველანაირი გამოსავალი ნახოს, თუნდაც ეს იყო უკვე კარგად ცნობილი “ბლეფი”, რომელიც მან პროპორციულის ჩაგდებისას გაათამაშა.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...