მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო- ,,მაჟორიტარი ცხვრები, რომლებიც ახლა ივანიშვილთან...

რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო- ,,მაჟორიტარი ცხვრები, რომლებიც ახლა ივანიშვილთან შეთანხმებულ ინიციატივებს ახმოვანებენ, აქ ვერ შემოვლენ“

Published on

ამ დარბაზს ეშმაკები დაეპატრონნენ”- რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზსს ბოქლომი დაადო.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ნაკარნახევია “ქართული ოცნების” ძალადობრივი ქმედებიდან გამომდინარე.

„არავინ არ აპატიებს ხალხზე ძალადობას ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. როგორადაც არ უნდა გამოიყენონ ძალა, ეს პარლამენტი არის ბოქლომდადებული, სხდომა არ გაიმართება. დაედება პარლამენტის პლენარულ სხდომას ბოქლომი”- განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, ენმ პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს უცხადებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია პლენარული სხდომის მუშაობას უცხადებს ბოიკოტს და არ დაუშვებს, რომ ივანიშვილმა და მისმა გაკოტრებულმა გუნდმა იძალადოს ხალხზე და არ მიიღოს კანონები, როგორსაც ითხოვს ხალხი.

გინდათ ბიჭების ომი? მიიღებთ ბოქლომების ომს. ამ პარლამენტში ეს, ცხვრები ეს მაჟორიტარები, რომლებიც ახლა ივანიშვილთან შეთანხმებულ ინიციატივებს ახმოვანებენ, აქ ვერ შემოვლენ“ – თქვა დეპუტატმა.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...