მთავარისიახლეებიპოლიტიკაWashinton Examiner:ივანიშვილი დღეს უკვე პუტინის ლაქიადაა ქცეული

Washinton Examiner:ივანიშვილი დღეს უკვე პუტინის ლაქიადაა ქცეული

Published on

ამერიკულ გამოცემა Washinton Examiner-ში გამოქვეყნდა წერილი სათაურით “გაიცანით ბიძინა ივანიშვილი, პუტინის მიმბაძველი ქართველი” (სტატიის თარგმანს ,,ტაბულა გე” აქვეყნებს)

სტატიის ავტორი, ტომ როგანი, ამბობს, რომ დასავლური ღირებულებების დაცვით ხელისუფლებაში მოსული ივანიშვილი დღეს უკვე პუტინის ლაქიადაა ქცეული:

“იშოვა რა ფული საბჭოთა კავშირის ჩამონგრევის შემდეგ უპატრონოდ დარჩენილი საბჭოთა ინდუსტრიების ხელში ჩაგდებით, ივანიშვილი წმინდად პუტინისებრი ოლიგარქია. და როდესაც ხელისუფლებაში მოსვლისას თავს გვაჩვენებდა, თითქოს აფასებდა დასავლურ კავშირებს, დღეს ის პუტინის შემდგარი ლაქიაა. დროს იმაში ატარებს, რომ ამერიკულ და ევროპულ საინვესტიციო პროექტებს კლავს და კრემლისადმი აბსურდულ მოწიწებას იჩენს. ივანიშვილმა თავისი ნამდვილი სახე მაშინ აჩვენა და მასობრივი პროტესტი გამოიწვია, როცა ზაფხულში ულტრა-ნაციონალისტ რუს პოლიტიკოსს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდომის უფლება მისცა.”

ავტორი აგრეთვე წერს, რომ პროპორციულ საარჩვენო სისტემაზე უარის თქმით, ივანიშვილმა საქართველო უკან დახია დასავლურ ინტეგრაციას, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ მისწრაფებებს.

წერილის ბოლოს ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ “ქართველი ხალხი გაიმარჯვებს პუტინის მიმბაძველზე”.

სიახლეები

ტრამპი Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოებას მხარს უჭერს

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა...

მოქალაქეებს სახლების და კოტეჯების აშენებას პირდებოდა – თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით,...

შსს – დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული...

ჯარის ძარცვის საქმეზე დაკავებული ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ციხეს დღეს დატოვებენ

ჯარის ძარცვის საქმეზე დაკავებული ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ციხეს დღეს დატოვებენ. ჟუანშერ ბურჭულაძის ყოფილ...