მთავარისიახლეებისაზოგადოებასუპერმარკეტების ქსელი ფრესკო პროტესტის ნიშნად 19 ნოემბერს არ იმუშავებს

სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო პროტესტის ნიშნად 19 ნოემბერს არ იმუშავებს

Published on

სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო პროტესტის ნიშნად 19 ნოემბერს არ იმუშავებს – ამის შესახებ მათ განცხადება გამოაქვეყნეს.

“ძვირფასო მომხმარებლებო,

მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება – აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.

რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ ისეთი კანონმორჩილი კომპანიისთვის, როგორიც ფრესკოა მიუღებელია გასცდე კანონის ფარგლებს. ამიტომ, ჩვენი პროტესტის გამოხატვის ერთადერთ შესაძლებლობას ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქსელის მუშაობის დროებით შეჩერებაში – ერთი დღით, 2019 წლის 19 ნოემბრის 00:00 საათიდან, 2019 წლის 20 ნოემბრის 00:00 საათამდე დაიკეტება ფრესკოს ყველა სუპერმარკეტი. ეს არ არის მოწოდებითი განცხადება. ჩვენ ამ ფორმით ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.

ჩვენო ერთგულო მომხმარებლებო, ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. ვიმედოვნებთ, რომ გაგებით მოეკიდებით ჩვენს ქმედებას. 2019 წლის 20 ნოემბრის 00:00 საათიდან კვლავ ჩვეულებრივ, 24 საათიან რეჟიმში განვაახლებთ თქვენს მომსახურებას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ფრესკოში დასაქმებული ყველა თანამშრომელი სრულად მიიღებს ამ დღის, 19 ნოემბრის შრომის ანაზღაურებას”, – წერია განცხადებაში.

დღეს, დაახლოებით 5 საათისთვის, სპეცდანიშნულების რაზმებმა პარლამენტის ტერიტორიაზე აქციის დაშლა დაიწყეს. სამართალდამცველები პარლამენტის ოთხივე შესასვლელთან განლაგდნენ და აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყეს.

მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი.

აქციები პარლამენტთან მას შემდეგ განახლდა, რაც რამდენიმე დღის წინ, ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. გუშინ ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინა და დღეს დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს. 

სიახლეები

თქვენი ბოროტი საქციელის გამო, ვერ დავემშვიდობე ჩემს პატრიარქს და ვერ გავაცილე უკანასკნელ გზაზე – პაატა ბურჭულაძე

თუ თქვენი მიზანი იყო ჩემთვის ტკივილის მოყენება, გილოცავთ, თქვენ ამას მიაღწიეთ - ამ სიტყვებით...

NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებაც არის საუბარი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოც არის ნახსენები. ანგარიშის მიხედვით,...

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 177-ე კმ-ზე ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის...

შვილზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს

ბათუმში შვილზე ძალადობის ბრალდები ქალი დააკავეს.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით...