მთავარისიახლეებისაზოგადოებავარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი გაჩნდა

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი გაჩნდა

Published on

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი გაჩნდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით დაიწვა ტაძარში მდგარი სასანთლე მაგიდა, რამაც გამოიწვია უნიკალური მხატვრობის ნაწილობრივ ჭვარტლით დაფარვა.  შექმნილი ვითრება ადგილზე უკვე დაათვალიერეს სპეციალისტებმა. ისინი დღეიდან დაიწყებენ არსებული მდგომარეობის ანალიზს და დიაგნოსტიკას. ასევე შეარჩევენ კედლის მხატვრობის გაწმენდის მეთოდიკას, რის შემდეგაც, დაიწყება გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი რეაგირებისთვის უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, დაწყებულია მოკვლევა. ამ დროისთვის ეკლესია დაკეტილია.
 
 

სიახლეები

ბატონი ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია – კობახიძე ჰერჩინსკიზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება "მიზანშეწონილია. "ოცნების" ლიდერმა დღეს...

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის “დაბარებას” ითხოვს

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებას ეხმაურება და პაველ ჰერჩინსკის შესაბამის უწყებაში "დაბარებას" ითხოვს. თბილისის...

ჰერჩინსკი- მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, ფოტოგამოფენის "საქართველო ფოკუსში" გახსნაზე...

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...