ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებმა და საკრებულოს წევრებმა 2016 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ მოსახლეობას ანგარიში წარუდგინეს. შეხვედრაზე ბევრი პრობლემური საკითხი წამოიჭრა. მერს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა კრიტიკული შეკითხვები დაუსვეს.ასევე იყო შეკითხვები საკრებულოს წევრების მხრიდანაც. თუმცა ოპოზიციური პარტიის წევრის ანი წითლიძის თქმით, მერს კითხვებზე კონკრეტული პასუხები არ გაუცია.ქალაქის მერმა ჟურნალისტებთან ს/კ ზუგდიდის ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებიტ განმარტება გააკეთა, ფეხბურთელებმა „ოდიშთან“ 31 ოქტომბერს ინტერვიუში განაცხადეს რომ უკრაინელ ინვესტორს ვალდებულების მიუხედავად ორი თვეა თანხა არ დაურიცხავს,შესაბამისად არსებობს ორი თვის სახელფასო დავალიანება,აღმოჩნდა რომ მერიასთან გაფორმებულ კონტრაქტში არ არის პუნქტი,რომელიც ავალდებულებს ინვესტორს საკუთარი ვალდებულებების შესრულებას.ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მერს მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდებენ. მოქალაქეთა ჩართულობაზე გააკეთა აქცენტი რესპუბლიკური პარტიის წევრმა გიორგი თოდუამაც.ქალაქის მერი ანგარიშით ქალაქის საკრებულოს წინაშე წარდგება, საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, მერს კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა სწორედ ამ შეხვედრაზე მოუწევს.
სიახლეები
სიახლეები
ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ
22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ...
სიახლეები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, ერთ-ერთი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე...
სიახლეები
ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის-კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების სამშენებლო...
სიახლეები
2015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს
პროკურატურის განცხადებით, 2015 წელს გიორგი კვარაცხელიას ჯგუფური განზრახ მკვლელობის საქმე გახსნეს. ბრალის დადგენილება გამოსცეს...