მთავარიUncategorizedREUTERS-ი: ,,თბილისში ანტისამთავრობო მიტინგზე 20 000 ადამიანი შეიკრიბა''

REUTERS-ი: ,,თბილისში ანტისამთავრობო მიტინგზე 20 000 ადამიანი შეიკრიბა”

Published on

თბილისში ანტისამთავრობო მიტინგზე 20 000 ადამიანი შეიკრიბა, ისინი მთავრობისგან ვადამდელ არჩევნებს მოითხოვდნენ, პროტესტი გამოძახილია პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო ცვლილების ჩაგდებასთან დაკავშირებით. – წერს REUTERS-ი.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ პარლამენტის კანონმდებლების ნახევარი სწორედ მაჟორიტარული წესითაა არჩეული.REUTERS-ის თქმით, კონსტიტუციური შესწორება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩავარდა ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ხმის არ მიცემის შემდეგ. საკანონმდებლო ცვლილებას 12 ხმა დააკლდა ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან, რომელთაც საფრთხე იგრძნეს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დაკარგავდნენ მანდატებს ახალ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში.

ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელები გაერთიანდნენ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის წინააღმდეგ, რომლებიც ერთიანად ითხოვენ პროპორციულ ვადამდელ არჩევნებს, ამჟამინდელი მთავრობის გადაყენებას და დროებითი მთავრობის შექმნას.

„ჩვენ არ მივცემთ პარლამენტს მუშაობის საშუალებას… საკანონმდებლო ორგანოს კარები გაიღება მაშინ, როდესაც ივანიშვილი დანებდება“,- განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ.

„პარლამენტის ყველა შესასვლელი იქნება ბლოკირებული“,- აცხადებენ აქტივისტები.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...

ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს...

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...