მთავარისიახლეებიკონფლიქტებისერგეი შამბა: ,,სამწუხაროდ, მეზობელი საქართველოს პარლამენტში ვერ მოხვდნენ პარტიები, რომელთაც პრინციპული...

სერგეი შამბა: ,,სამწუხაროდ, მეზობელი საქართველოს პარლამენტში ვერ მოხვდნენ პარტიები, რომელთაც პრინციპული პოზიცია აქვთ აფხაზეთთან, როგორც თანასწორ ქვეყანასთან დიალოგის საკითხში

Published on

სეპარატისტული აფხაზეთის ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი სერგეი შამბა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.
 კითხვაზე , როგორ აფასებს იგი  ამ არჩევნებს და რა ზეგავლენას იქონიებს მისი შედეგები აფხაზეთში და აფხაზეთის გარშემო არსებულ ვითრებაზე , იგი პასუხობს, რომ მეზობელ საქართველოში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი პროცესი და მოვლენა, მათ შორის ამ დღეებში ჩატარებული არჩევნების შედეგები უდაოდ ახდენს ზეგავლენას აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე. 
,,ამ თვალსაზრისით, ძალიან დამაფიქრებელია, რომ არჩევნებში ხმების მინიმალური რაოდენობა მიიღეს და პარლამენტში ვერ მოხვდნენ ის პარტიები, რომელნიც გამოხატავდნენ პრინციპულ პოზიციას აფხაზეთთან, როგორც თანასწორ ქვეყანასთან ,  დიალოგის აუცილებლობის საკითხში. სამწუხაროა, რომ დეპუტატების უმრავლესობა წინანდებურად იმყოფება უცხოეთიდან თავსმოხვეული შტამპის ტყვეობაში , რომლის თანახმად აფხაზეთი საქართველოს ოკუპირებული ნაწილია. მაგრამ ნუ გადავუსწრებთ მოვლენებს, დაველოდოთ, როგორი იქნება საქართველოს პარლამენტის საბოლოო კონფიგურაცია და მხოლოდ ამის სემდეგ გამოვიტანოთ დასკვნები.''  – განაცხადა სერგეი შამბამ. 
 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...