მთავარისიახლეებითბილისში, ვაკეში ახალგაზრდა კაცმა სავარაუდოდ, ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ...

თბილისში, ვაკეში ახალგაზრდა კაცმა სავარაუდოდ, ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

Published on

თბილისში, ატენის ქუჩაზე, 20 ნომერში მკვლელობა მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ცხედრები მეზობლებმა აღმოაჩინეს, მათი აზრით, მკვლელობა ყოფით ნიადაგზე მოხდა.

უკვე სახელდება ახალგაზრდა, რომელსაც ეს დანაშაული მიეწერება – იგი ლევან აბაშიძეა, 25 წლამდე ასაკის მამაკაცი, ხოლო მისი მსხვერპლნი დედა- ირინე გედევანიშვილი და და თაკო აბაშიძე არიან.

ირკვევა, რომ ლევან აბაშიძეს დასთან კონფლიქტი ჰქონდა და სწორედ ამას მოყვა უბედური შემთხვევა. თუმცა, ახლობლები დეტალებზე არ საუბრობენ.

მათივე თქმით, ლევანი ლონდონში სწავლობდა და საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა.

შსს-ში ამ დროისთვის დეტალებზე არ საუბრობენ და ამბობენ,რომ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით, რაც ერთი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

სიახლეები

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამ...

გუდაურის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა

გუდაურის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა 2022 წლის 29 ივლისს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდნას 8...

უილსონი-ოცნება “სიძულვილის ქადაგების” შეჩერების საბაბით სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართული ოცნება "სიძულვილის ქადაგების" შეჩერების საბაბით სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. ამ პრორუსულ,...

თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი,...