მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ხელისუფლება რეაგირებს შიშზე, შეშინებული ვირთხა უნდა გყავდეს მომწყვდეული, სხვა შემთხვევაში ის დაანგრევს...

“ხელისუფლება რეაგირებს შიშზე, შეშინებული ვირთხა უნდა გყავდეს მომწყვდეული, სხვა შემთხვევაში ის დაანგრევს ქვეყანას” – გიგი უგულავა

Published on

“ევროპული საქართველოს” წევრის გიგი უგულავას თქმით, პარლამენტთან დღევანდელ აქციაზე კიდევ ერთხელ მოითხოვენ რიგგარეშე პროპორციული არჩევნების ჩატარებას გარდამავალი მთავრობის პირობებში.

“რიგგარეშე პროპორციული არჩევნები, გარდამავალი მთავრობა სრულიად რეალისტურია, თუ მოვახერხებთ, რომ მოღალატე მთავრობა და პარლამენტი იყოს დისფუნქციური.ეს არის აბსოლუტურად კანონიერი, კონსტიტუციური. თუ შევუშვებთ კობახიძეს, ოქრიაშვილს და მსგავს ნაგვებს პარლამენტში, ისინი ხვალ დაგვინიშნავენ უვადო მოსამართლეებად იმ მონსტრებს, რომლის განხილვაც ვიხილეთ. ხელისუფლება რეაგირებს შიშზე. ჩვენ ვნახეთ შეშინებული ივანიშვილი. ჩვენი შეცდომა იყო, რომ მას, როგორც ადამიანს, ვენდეთ და ამ შეცდომას აღარ დავუშვებთ. შეშინებული ვირთხა უნდა გყავდეს მომწყვდეული. სხვა შემთხვევაში ის დაანგრევს ქვეყანას” – აღნიშნა უგულავამ.

სიახლეები

სასულიერო პირები მხარდაჭერას უცხადებენ მიტროპოლიტ იობს

“მივესალმები საზოგადოებას - მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მინდა მივმართო იმ საზოგადოებას, რომელიც ეკლესიის მრევლად თვლის...

აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება

სამხრეთ აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება - სამხრეთ აფრიკული საგამოძიებო გამოცემის, Daily...

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა. ოჯახის წევრები და...

აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრები ბრიუსელში ჩავიდნენ

"თავისუფლების ხმა ციხიდან ევროპის დედაქალაქში” - აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართული...