მთავარისიახლეებიპოლიტიკააქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

Published on

პარლამენტთან ხალხი იკრიბება აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ისინი პარლამენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყევეტილებას აპროტესტებენ.ა
ოპოზიცია და საზოგადიების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ პროცესების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. ადგილზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის გარკვეული დაპირისპირება მოხდა.

დაშლა გამორიცხულია მანამდე, ვიდრე არ მივაღწევთ იმას, რაც ხალხს უნდა, – განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. ის პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას ცოტა ხნის წინ შეუერთდა. გიორგი ვაშაძემ, ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს, რომლებიც გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას ცდილობენ, კანონის დაცვისკენ მოუწოდა.

„პოლიციამ კანონი უნდა დაიცვას და არა ივანიშვილი. ეს უნდა ესმოდეთ მათ. ღირსება თუ გაქვთ, ხალხო, ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ძალა ერთობაშია და ამის ეშინია მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მან გზის სავალი ნაწილი გათავისუფლებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ არასდროს დაემორჩილება უკანონო მოთხოვნას.

„რაში უნდა დავემორჩილო უკანონობაში? უკანონო მოთხოვნაში არავის არ დავემორჩილები! დღეს პარლამენტში არ მიშვებდნენ, შევედი. რასაც უკანონოდ მოთხოვენ აბსოლუტურად ყველაფერს საწინააღმდეგოდ გავაკეთებ. კანონს დავიცავთ ჩვენ, ისინი კანონს აღარ იცავენ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რუსთაველის გამზირზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალიწინებდა, კენჭისყრაზე ჩააგდეს.

სიახლეები

უილსონი-ოცნება “სიძულვილის ქადაგების” შეჩერების საბაბით სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართული ოცნება "სიძულვილის ქადაგების" შეჩერების საბაბით სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. ამ პრორუსულ,...

თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი,...

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...