მთავარისიახლეებისამართალისამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

Published on

კინოთეატრ ამირანთან სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანზე თავდამსხმელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე 3000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

შალვა შევარდნაძეს გამოძიება სსკ-ის 118,1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. ეს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, შალვა შევარდნაძეს ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობა ემუქრება.

სამოქალაქო აქტივისტს ანა სუბელიანს თავში მძიმე საგანი კინო ამირანთან, 8 ნოემბერს ესროლეს.  ბრალდებული ამბობს, რომ მობილური ტელეფონი დაზარალებულის თანმხლებ ბიჭს ესროლა და ანა სუბელიანს “შემთხვევით” მოხვდა.

8-9-10 ნოემბერს ძალადობრივი დაჯგუფებები ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებას აპროტესტებდნენ.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...