მთავარისიახლეებისპორტიბარსელონა თბილისშია

ბარსელონა თბილისშია

Published on

2014-2015 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კატალონიური ბარსელონა თბილისშია. კლუბის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. 
აეროპორტიდან ბარსელონას ფეხბურთელები და ოფიციალური დელეგაცია ავტობუსით სასტუმრო „თბილისი ჰოლიდეინისკენ“ გაემგზავრა, სადაც კლუბის გულშემატკივრები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც ოვაციებითა და შეძახილებით შეხვდნენ ფეხბურთელებს. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცავები. აღნიშნულ ტერიტორიაზე შეზღუდული ავტომობილით გადაადგილება. 
"ბარსელონა"-"სევილია" ერთმანეთს საქართველოს დედაქალაქში ხვალ დაუპირისპირდებიან. სუპერთასის მატჩი "დინამო არენაზე" 22.45 საათზე გაიმართება. 
 

სიახლეები

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დაკავეს. შემთხვევა დღეს,...

ზელენსკის თვითმფრინავი დრონის შეჯახებას გადაურჩა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი, რომელიც მოლდოვიდან ოსლოში მიფრინავდა დრონის შეჯახებას გადაურჩა. ამის შესახებ...

ომის დამნაშავეები არიან და რუსეთის კანონებით გასამართლდებიან-ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძვის, რუსულ პროპაგანდისტულ მედიას განუცხადა,...

ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება… ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება -აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია

ეს არის საფრანგეთში ჩატარებული ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება. ჩემი შუბლის ძვლის დაზიანება დღემდე...