მთავარისიახლეებიპოლიტიკამოხსნეს, საკუთარი სურვილით წასული მინისტრი გინახავთ?! - გოცირიძე ბატიაშვილზე

მოხსნეს, საკუთარი სურვილით წასული მინისტრი გინახავთ?! – გოცირიძე ბატიაშვილზე

Published on

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უკვე ყოფილი მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ ბატიაშვილის თანამდებობიდან გადადგომა ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალებას უკავშირდება.

“მიხეილ ბატიაშვილი მოხსნეს რა თქმა უნდა. საკუთარი სურვილით წასული მინისტრი გინახავთ თქვენ?! მას შემდეგ რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო ია კერზაიას საქმე, მინისტრი მუდამ იქნებოდა დარტყმის ქვეშ. გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკური სიმძიმე მოეხსნათ ამ საკითხისათვის, მაგრამ ერთი მინისტრის წასვლა არაფერს უშველის, რადგან მეორე მინისტრი, ვინც მას დაავალა წინასაარჩევნოდ ამ რეპრესიების ჩატარება, დღეს უკვე არის პრემიერ-მინისტრი,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.  

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...