მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე პეტრე ეპარქიაში რჩება და მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას ელოდება

მეუფე პეტრე ეპარქიაში რჩება და მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას ელოდება [Video]

Published on


,,როცა ადამიანები მძიმე განსაცდელს შეხვდებოდნენ ხოლმე, ვეუბნებოდი და ვეუბნები, როგორ ჰყვარებიხარ ღმერთს. ახლა ჩემს თავს ვეუბნები, როგორ ჰყვარებიხარ, მეუფე პეტრე, ღმერთს, რომ ამდენ განსაცდელს გივლენს .თან ძალას გაძლევს, რომ ამდენ განსაცდელს გაუმკლავდე და ატარო ჯვარი. ღმერთს ვთხოვ, ამ განსაცდელში ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც იქნება სათნო ღვთისა. როგორც შეშვენის მწყემს კეთილს, რომელმაც თავისი ცხვრებისთვის უნდა დადოს სული. შევთხოვთ უფალს, რომ არ დავუშვათ შეცდომა. ყველაფერთან ერთად, ჩვენი მართლმადიდებლობა უნდა დავიცვათ. უსამართლობას და უწმინდურობას არ უნდა შევეგუოთ, უწმინდურობა სიწმინდედ არ უნდა გამოვაცხადოთ, უსამართლობა სამართლად, ფარისევლები არ უნდა ვიყოთ. შერჩევითი სამართალი არ უნდა გვქონდეს, როგორც სახელმწიფოში, ისე ეკლესიაში პირველ რიგში. ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.”თქვა ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ, მარტვილის ტაძარში სასულიერო პირებთან და მრევლთან შეხვედრისას. გუშინ, 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი “პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში” ამხილა. მეუფე პეტრე ამბობს, რომ მან სინოდის სხდომის მომდევნო დღეს გაგრძელება ითხოვა, რათა მოწმეები მიეყვანა, თუმცა, უარი მიიღო.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...