მთავარისიახლეებისამხედრო თემაპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ყველა კითხვას ,,კრწანისში''მომხდართან დაკავშირებით დროული და კომპეტენტური პასუხი უნდა...

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ყველა კითხვას ,,კრწანისში”მომხდართან დაკავშირებით დროული და კომპეტენტური პასუხი უნდა გაეცეს

Published on

პრეზიდენტი   კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში მომხდარ ფაქტს ეხმაურება მიიჩნევს, რომ ყველა კითხვას, რომელიც „კრწანისში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაღუპულის ოჯახის წევრებს და საზოგადოებას აქვს, კომპეტენტური პასუხი უნდა გაეცეს –  განაცხადა  პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე 
"გვინდა გამოვეხმაუროთ იმ სამწუხარო ფაქტს, რომელიც მოხდა კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მომხდარის დროული და გამჭვირვალე გამოძიება უმნიშვნელოვანესია. მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული ცენტრი, სადაც განთავსებულია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მიიჩნევს, რომ ყველა კითხვას, რომელიც აქვთ დაღუპულის ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას, უნდა გაეცეს კომპეტენტური პასუხი. არ უნდა დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი და ეჭვი, ამ ფაქტთან მიმართებაში. ეს მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე სამხედრო ძალების რეპუტაციისთვის", – განაცხადა  პრესსპიკერმა 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...