მთავარისიახლეებისამხედრო თემანამდვილად თავდასხმის მოგერიების მიზნით გაისროლა თუ არა გუშაგმა? - მთავარი კითხვა ...

ნამდვილად თავდასხმის მოგერიების მიზნით გაისროლა თუ არა გუშაგმა? – მთავარი კითხვა კრწანისში მომხდართან დაკავშირებით:

Published on

საზოგადოებაში და მით უფრო ,,კრწანისის'' ტერიტორიაზე მოკლული გიორგი შენგელიას ოჯახის წევრებში უამრავი კითხვა აღძრა ოფიციალურმა ვერსიამ, რომლის თანახმად,  გუშაგმა თავდასხმის მოგერიების მიზნით გაისროლა. ,, თავდამსხმელი, რომელსაც  თითქოსდა   კალაშნიკოვი აქვს   და გუშაგს ცეცხლმაქრს ესვრის, მერე კი ამ თავდამსხმელს ნაწილიდან ას მეტრში, ზურგში მოხვედრილი ჭრილობით (ჭრილობა ზურგში ნიშნავს, რომ გარბოდა და არა თავს ესხმოდა) პოულობენ…'' – ასე აყალიბებს  გაჩენილი ეჭვების საბაბს  ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.
 საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი და ამჯამად ექსპერტი სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში  ამირან სალუქვაძე თვლის, რომ   "კრწანისის" ცენტრში მომხდარ ინცინდენტში უამრავი   საკითხია გასარკვევი  და არ არის გამორიცხული გამოძიების მსვლელობისას მუხლი შეიცვალოს და გუშაგი გამართლდეს, ან პირიქით,  ბრალი დაუმძიმდეს.   
პირველადი ინფორმაციით ირკვევა, რომ გუშაგი იქ ასრულებდა თავის მოვალეობას. – ამბობს იგი  .,,ნიუპოსტთან'' საუბარში  – გუშაგი არის მებრძოლი, ის არ არის ჯიხურის ან მაღაზიის დაცვის უფროსი, როგორც გვაქვს პირველადი ინფორმაცია, მან მისცა გაფრთხილება პირს, რომ დამორჩილებოდა და ამის შემდეგ მოახდინა გასროლა. თუ საქმე გუშაგის წინააღმდეგ აღიძვრება, უხეში შედარებაა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს შენი ჯარისკაცის მიმართ აღძრა სისხლის სამართლის საქმე იმის გამო, რომ მტრის ჯარისკაცს ესროლა. მე ყოველთვის გამოვდივარ ფორმიანი ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე” – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.. 
ექსპერტი იმედოვნებს, რომ ძიება სწორი მიმართულებით წარიმართება. “მე მჯერა, რომ ძიება ობიექტურად წავა, და გუშაგი გამართლდება მოცემულ სიტუაციაში, თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მას ბრალი დაუმძიმდეს. ასეთ შემთხვევაში, სხვა დროს, სხვა გუშაგებს ექნებათ იმის შიში, რომ აღარ უნდა ისროლონ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ამ დროს კი შესაძლოა გუშაგი დაიღუპოს. ამიტომ მივმართავ საზოგადოებას, რომ დავიცვათ ჯარისკაცის ინტერესი.“ 
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ ,,კრწანისის'' ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 საათზე დაფიქსირდა. რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა.
თავადსხმისას ლიკვიდირებული პირი 1993 წელს დაბადებული გიგა რომანის ძე შენგელიაა. 
 
 

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...