მთავარისიახლეებიმსოფლიოფრანკოს ნეშთის გადასვენება

ფრანკოს ნეშთის გადასვენება

Published on

ესპანელი დიქტატორის ნეშთის ნაწილები 44 წლის შემდეგ, მასშტაბური მავზოლეუმიდან მოკრძალებულ სასაფლაოზე გადაასვენეს

ხუთშაბათს, საბოლოოდ შესრულდა სოციალისტების ხელისუფლების დაპირება, რომ აღარ გაგრძელდებოდა ფაშისტი მმართველის განდიდება, რომელიც ესპანეთს თითქმის 40 წლის განმავლობაში მართავდა

მის ოჯახს, მანამდე გასაჩივრებული ჰქონდა გადასაფლავების გეგმა, მაგრამ სასამართლომ ეს საჩივარი არ დააკმაყოფილა

მას შემდგომ, რაც მოხდა გვამის ექსჰუმაცია, მისმა ოჯახის წევრებმა, ის ბაზილიკიდან გაასვენეს, რომელიც თვითმფრინავის დახმარებით საგვარეულო სასაფალოზე გადაასვენეს და იქვე დამარხეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, ექსჰუმაცია არის წინ გადადგმული ნაბიჯი შერიგებისკენ და ასევე დაამატა: “თანამედროვე ესპანეთი არის შემწყნარებლობის პროდუქტი , მაგრამ არ შეიძლება იყოს შეუწყნარებლობის”

მცირე რაოდენობით ადამიანის მიეცა უფლება დასწრებოდა ცერემონიალს, რომელთა შორისაც იყვნენ, იუსტიციის მინისტრი, სამედიცინო ექსპერტი, მღვდელი და ფრანცისკო ფრანკოს 22 შთამომავალი

ამწეკრანს მოუწია 1500 კილოგრამიანი ბეტონის ლოდის აწევა, რომელიც კუბოს ეფერა ზევიდან. ექსჰუმაციზე და ხელმეორე დასაფლავებზე ჯამში 70 ათასი დოლარი დაიხარჯა

“დაღუპულთა დაბლობის” სააბატოში (საიდანაც გადაასვენეს ფრანკო) 30 000 ადამიანია დასაფლავებული, რომლებიც 1936-1939 წლების ესპანეთის სამოქალაქო ომს შეეწირნენ ორივე მხრიდან, და როდესაც, ფრანკოს ნაციონალისტურმა ძალებმა დაამარცხეს რესპუბლიკური ხელისუფლება

აღნიშნული ბაზილიკა და სააბატო სანახევროდ აშენებულ იქნა ფრანკოს რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების მიერ, რომელთაც იძულებით ამუშავებდნენ

ეს ადგილი გახლავთ მთავარი პუნქტი ფრანკოს მხარდამჭერებისთვის და ულტრა-მემარჯვენეებისთვის

პრემიერ-მინისტრის, სანჩესის თქმით, ხელახალი გახსნის შემდგომ, ეს ადგილი სიმბოლურად სხვა რამესთან იქნება დაკავშირებული

აღნიშნულთან დაკავშირებით ესპანეთში ცხარე დებატები იყო, მაგრამ კვლევებით ესპანეთის მოქალაქეების 43 პროცენტი მხარს უჭერს ფრანკოს ნეშთის გადატანას სხვა ადგილას

ფრანკოს ოჯახის წევრები ძალიან გაბრაზებული და უკმაყოფილოები არიან ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, რასაც მათ ლაჩრული საქციელი უწოდეს

შეგახსენებთ, რომ ფრანკოს რეჟიმმა შეიწირა უამრავი ადამიანი და ის 1975 წლამდე ინარჩუნებდა ძალაუფლებას, ვიდრე არ გარდაიცვალა

ავტორი: ლევან თორია

https://www.bbc.com/news/world-europe-50164806

სიახლეები

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...

იტალიაში ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის...

კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ისინი ვაშინგტონში გამართავენ...

რუსული მედიის მტკიცებით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რუსულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის...