მთავარისიახლეებისამართალიზუკა ბერძენიშვილი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს, ემზარ კვიციანი ჯერჯერობით არხეინად არის

ზუკა ბერძენიშვილი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს, ემზარ კვიციანი ჯერჯერობით არხეინად არის

Published on

დეპუტატ ემზარ კვიციანისგან ფიზიკური ძალადობის გამო მოძრაობა ,, ქვეყნის სამსახურში” წევრი, ზუკა ბერძენიშვილი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. მან განცხადებით გენერალურ პროკურატურას დღეს, 23 ოქტომბერს მიმართა. საქმე ეხება 8 ოქტომბერს პარლამენტთან მომხდარ შემთხვევას, როდესაც კვიციანმა  აქტივისტებს აგინა, შეაფურთხა და დაარტყა.

ბერძენიშვილის თქმით, განცხადებაში დასაბუთებულია ფაქტი, რომ მას უნდა ჰქონდეს დაზარალებულის სტატუსი და ხაზგასმულია ის გარემოებაც, რომ სტატუსის არმინიჭება დაუსაბუთებელია.

“უშუალოდ კვიციანისგან დავზარალდი, მისგან პოლიციელებიც დაზარალდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცველებისთვის არ არის კომფორტული, რომ მათ თვალწინ ხდებოდეს კანონდარღვევა და ისინი არა კანონის მიხედვით მოქმედებდნენ, არამედ ელოდნენ, რას ეტყვის უფროსის უფროსი, რომ ვინმეს პოლიტიკურ ზედა ეშელონებში რამე არ ეწყინოს”, — ამბობს ბერძენიშვილი.

მისივე განცხადებით, ამ საქმეს პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

8 ოქტომბერს გიორგი გახარიას მთავრობის დამტკიცების დროს პარლამენტთან ცხვრების მიყვანის შემდეგ პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა აქტივისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...