მთავარისიახლეებიპოლიტიკაარასამთავრობო ორგანიზაცია ,,საუნჯე’’ მისი საჩივრის თვითნებური ინტერპრეტაციისათვის ცესკოს სპიკერისგან ბოდიშის მოხდას...

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საუნჯე’’ მისი საჩივრის თვითნებური ინტერპრეტაციისათვის ცესკოს სპიკერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

Published on

 არასამთავრობო ორგანიზაციის ,,საუნჯის’’ თავმჯდომარე იაგო ფასანძე  ცესკოს მიმართავს და მოითხოვს ბოდიში მოიხადოს  ორგანიზაციის მიერ დაწერილი საჩივრის  თვითნებური ინტერპრეტირებისათვის.
,, ჩვენი საჩივარი მხოლოდ ამომრჩევლისთვის თვალის ჩაკვრის გამო არ დაწერილა, როგორც ეს ცესკოს პრეს სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,  მოვითხოვთ ცესკოსგან  დაეყრდნოს უშუალოდ ჩვენს მიერ შედგენილ საჩივარს  და მხოლოდ მასზე დაყრდნობით გაავრცელოს ინფორმაცია მისი შინაარსის შესახებ'' – აცხადებს იგი.
 საუბარია  ,,საუნჯის '',   „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” -ს  საჩივარზე , რომელშიც დაფიქსირებულია ზუგდიდის ჯიხაშკარის  79-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. 
 ,,კაბინაში შესული ამომრჩეველი აკეთებდა არჩევანს, როდესაც კაბინაში ყურება დაიწყო სოციალურ-პოლიტიკური გაერთიანების ცენტრის დამკვირვებელმა გოჩა რაფავამ, რომელმაც დაინახა თურიომელი კანდიდატის ნომერი სემოხაზა ბიულეტენზე ამომრჩეველმა კანდიდატი და სხვა პირს ანიშნა , ,, ის შემოხაზა, რაც მე ვუთხარიო''. ამ შემთხვევაში რაფავას ქმედება შეიცავს ერთის მხრივ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლის გათვალისწინებით დანაშაულია, ხოლო მეორეს მხრივ შეიცავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე ზეგავლენის ნიშნებს , რაც სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. 
მოვუწოდებთ ცესკო-ს პრესსამსახურს, კერძოდ ანა მიქელაძეს მოიხადოს ბოდიში და ,,საუნჯისა  ’’ და მისი პარტნიორების მიერ დაწერილი საჩივარი ინტერპრეტაციის გარეშე გააცნოს საზოგადოებას. – ამბობს იაგო ფასანძე.
 

სიახლეები

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში შეხვედება. ზელენსკი ამბობს, რომ ისინი ამ...

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...