რუსთავი 2 – ის ინფორმაციით , დღეს განმუხურისა და სხვა საარჩევნო უბნებთან იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, რომლებმაც კურიერის გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ დატოვეს მიმდებარე ტერიტორია. საარჩევნო უბნებში მყოფი არაუფლებამოსილი პირები ტყის ძმების დაჯგუფების ყოფილი ლიდერის დათო შენგელიას ჯგუფის წევრები არიან.
განმუხურში კენჭისყრის პროცედურაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული ამომრჩეველიც ჩაერთო, რომლებიც ჟურნალისტებთან აცხადებდნენ, რომ რუს ე.წ. მესაზღვრეებს განმუხურში გადმოსვლაში მათთვის ხელი არ შეუშლიათ.