“გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5 წლისთავზე, რომ აქცია ჩატარდეს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით და თურმე რიყის პარკში აქციის ჩატარება არ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, თუ ამის ნება არ იქნა შსს და მერიას. ეს მითითება არაკანონიერია. შეუძლებელია, რომ საჯარო სივრცეებში , თუნდაც პარკებსა და სკვერებში გადაადგილების უფლება ეზღუდებოდეს ადამიანებს იმის გამო, რომ ივანიშვილს ეშინია დღემდე ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილის.
რაც არ უნდა ტექნიკური დაბრკოლება შეგვიქმნან, ჩვენ აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, რომელიც იქცა საქართველოს გაპარტახების სიმბოლოდ. ” განაცხადა ფავლენიშვილმა ენმ-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე.