მთავარისიახლეებიექსკლუზივიკენჭისყრის პროცესი ექსცესების გარეშე დასრულდა, მაგრამ უბნებთან შეკრებილ მოსახლეობაში უკვე...

კენჭისყრის პროცესი ექსცესების გარეშე დასრულდა, მაგრამ უბნებთან შეკრებილ მოსახლეობაში უკვე იგრძნობა შინაგანი დაძაბულობა

Published on

ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა ყველა საარჩევნო უბანი ზუგდიდის საარჩევნო ოლქებში. დაწყებულია  ხმის დათვლის წინა პროცედურები, .სამივე  უბანზე ადგილზე იმყოფებიან საერთაშორისო ორგანიზაციების,  ეუთოსა და  Iri-ს  დამკვირვებლები.  გარეპერიმეტრზე  მობილიზებულია პოლიცია და სულ უფრო მატულობს ხმის დათვლის პირველადი შედეგების მომლოდინე ადამიანების რიცხვი.
,,ოდიში ნიუსის'' კორესპონდენტი , რომელიც მთელი დღის მანძილზე მუშაობდა ჯიხაშკარის საარჩევნო უბნებზე, იტყობინება, რომ მოსახლეობა კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ დღე  ექსცესების გარეშე დასრულდა, მაგრამ უკვე ხელშესახებად იგრძნობა შინაგანი დაძაბულობა.
,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს — აცხადებს ერთერთი ამომრჩეველი, რომელმაც 8 ოქტომბრის არჩევნებზე არჩევანი სანდრა რულოვსის სასარგებლოდ გაააკეთა და თვლის, რომ მის კანდიდატს უტყუარი გამარჯვება მოპარეს. – ახლა მთავარია ხმის დათვლა სრული ობიექტურობით ჩატარდეს, თუმცა მიმაჩნია, რომ დასაშვებია ორივე ვარიანტი: ან სანდრა რულოვსი,  მიუხედავად ყველაფრისა ამჯერადაც გაიმარჯვებს, ან დააკლდება ხმები, რომელიც შეიძლება ამომრჩეველმა უკან წაიღო იმ მძლავრი ფსიქოლოგიური და ადმინისტრაციული ზემოქმედების პირობებში, რომელიც ბოლო დღეების მანძილზე იგრძნობოდა სოფელში.''
,,სოფელში ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და თვალში მაკლია არაერთი ადამიანი, რომელმაც წინა კენჭისყრაზე არჩევანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ გააკეთა, მაგრამ დღეს არ გამოცხადდა უბანზე, ალბათ საერთოდ არგამოცხადება არჩია ,,ქართული ოცნებისთვის '' ხმის მიცემას, რასაც მისგან მოითხოვდნენ. . ეს ის ადამიანებია, რომელთაც  ,,შინ მიაკითხეს ან დაიბარეს''  ''  – ამბობს რესპონდენტი, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა. 
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით,  ჯიხაშკარის 79-ე  უბანი 8 საათზე დაიხურა , სულ რეგისტრირებული 925 ამომჩევლიდან ხმა 560 ამომრჩეველმა მისცა . საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვლადიმირ მირცხულავას თქმით, ეს მონაცემი თითქმის იდენტურია 8 ოქტომბრის მონაცემებთან.
ასევე 8 საათზე დაიხურა 108-ე უბანი,სადაც 774  რეგისტრირებული ამომრჩევლიდან , კომისიის თავჯდომარის ნიკა ჩალიგავას თქმით,  ხმა მისცა 436 ამომჩეველმა, რაც   აქტივობის მაჩვენებლით  50 % -ზე მეტია.

სიახლეები

ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, 26 მაისს ხალხმრავალი აქცია გაიმართება-ოპოზიციური ალიანსი

ოპოზიციის ალიანსი ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომლის სიმბოლური კულმინაცია 26 მაისს თბილისში დაგეგმილი ხალხმრავალი...

1991 წელს მიღებული რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა

35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა შეკითხვით - თანახმა ხართ...

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა - პირველი პრეზიდენტი 87 წლის გახდებოდა  საქართველოს ეროვნული გმირი,...

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალების საწყობს დაარტყა

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალის საცავს დაარტყა, - ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ...