მთავარისიახლეებიპოლიტიკამარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე რამდენიმე წუთით შუქი გაითიშა

მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე რამდენიმე წუთით შუქი გაითიშა

Published on

მარნეულის # 48 საარჩევნო უბანზე რამდენიმე წუთით შუქი გაითიშა. ამის გამო დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში საარჩევნო პროცესი შეჩერებული იყო. ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზი ოთახში შემავალი ხაზის გაწყვეტა გახდა. სპეციალისტებმა ხაზი მალევე აღადგინეს.ელექტროენერგია მხოლოდ იმ ოთახს არ მიეწოდებოდა, სადაც ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობდა.მარნეულის #48-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვის გამო შეწყდა, აღდგა. როგორც ჟურნალისტებს საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იაკო ბასანიძემ განუცხადა, კენჭისყრა მხოლოდ რამდენიმე წუთით იყო შეჩერებული.„რამდენიმე წუთით შეწყდა ელექტროენერგია და ამის გამო ამომრჩეველი აღარ შევუშვით უბანზე. დაზიანებული ხაზის შეკეთება დროულად მოხდა და კენჭისყრაც უკვე აღდგენილია“, – განაცხადა საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.არსებული ინფორმაციით, სკოლის ეზოში, სადაც საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, გარეგანათების დამონტაჟებას ცდილობდნენ, რა დროსაც შენობაში შემავალი სადენი გაწყდა. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, საოლქო კომისიის ინფორმაციით, 18:00 საათისთვის 1434 ამომრჩევლიდან ხმა 680 მისცა, რაც ამომრჩეველთა 40 %-ზე მეტია. დაწერილია 9 საჩივარი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ. 
 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...