მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯიხაშკარის 108 - ე უბანზე კომისიის წევრმა ხმის მისაცემად ისე შეუშვა...

ჯიხაშკარის 108 – ე უბანზე კომისიის წევრმა ხმის მისაცემად ისე შეუშვა ამომრჩეველი, რომ ულტრაიისფერი ფარნით არ შეუმოწმებია მარკირებაზე

Published on

ჯიხაშკარის 108-ე უბანზე პროცედურის დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა – კომისიის წევრმა, რომელიც  ცესკოდან არის დანიშნული და დილით,  ფუნქციების გადანაწილებისას  ნაკადის მომწესრიგებლის პასუხისმგებლობა დაეკისრა,    ხმის მიცემის ოთახში ისე შეუშვა ამომრჩეველი, რომ  ულტრაიისფერი ფანრით არ შეუმოწმებია შესაძლო მარკირებაზე .  ,,ნაციონალური მოძრაობის'' დამკვირვებელმა სალომე მაქაცარიამ გააპროტესტა ეს ფაქტი და საჩივარიც დაწერა. ეს პირველი საჩივარია ამ უბანზე. კომისიის წევრი დაეთანხმა პროტესტის საფუძვლიანობას და აღნიშნა, რომ მომხდარი ნამდვილად არის  კანონდარღვევა, თუმცა ეს ყურადღების წამიერი  მოდუნებით ახსნა და არა შეგნებული მოქმედებით.
საჩივარი საარჩევნო წიგნში გატარდა და დარღვევა დროულად აღმოიფხვრა

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...