მთავარისიახლეებიპოლიტიკათენგიზ გუნავა: 8 ოქტომბერს განმუხურში რაღაც კომიკურ სიტუაციაში აღმოვჩნდით -...

თენგიზ გუნავა: 8 ოქტომბერს განმუხურში რაღაც კომიკურ სიტუაციაში აღმოვჩნდით – კომისიის თავმჯდომარე და მდივანი გაიპარნენ, დღეს ვითარება სრულიად განსხვავებულია

Published on

 განმუხურის საარჩევნო უბანთან მყოფმა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი თენგიზ გუნავა განმეორებითი კენჭისყრის მიმდინარეობას აფასებს.
,,არჩევნები ნორმალურად, მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე  მიმდინარეობს – განაცხადა მან ,,ოდიში ნიუსის''  ჟურნალისტთან საუბარში. – ვერ ვიტყვითმ რომ ამ დროისათვის აქტივობა ძალიან მაღალია, მაგრამ დღის ბოლოსთვის ამომრჩევლების ახალ ტალღას ველოდებით.''
თენგიზ გუნავა  ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერების მსგავსად ფიქრობს, რომ დაბალი აქტივობა შეიძლება მიზეზ- შედეგობრივად უკავშირდებოდეს 8 ოქტომბერს მომხდარ ექსცესებს .
„პირველი ტურს ჩვენ, ფაქტობრივად, აქაც ისევე, როგორც ჯიხაშკარის უბნებზე ფაქტობრივად ვიგებდით.   სწორედ ამის გამო მოხდა ჯიხაშკარში შევარდნა და ჩაშლა, განმუხურში კი კიდევ რაღაც კომიკურ სიტუაციაში აღმოვჩნდით-  კომისიის თავმჯდომარე და მდივანი გაიპარნენ ადგილიდან. ვიტოვებ იმედს, რომ  განმუხური და ჯიხაშკარი დღესაც  იტყვის – . „ნაციონალურ მოძრაობას“  აქ მყარი აქვს, რადგან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. “ – განაცხადა მან.
 
 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...