მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია: „ქართული ოცნება“ დაკავებული ადამიანითაც კი ვაჭრობს

ნიკა მელია: „ქართული ოცნება“ დაკავებული ადამიანითაც კი ვაჭრობს

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია, რომელიც დილიდან იმყოფება ჯიცაშკარისა და განმუხურის საარჩევნო უბნებზე განმეორებითი კენჭისყრის პროცესს,   დღის განმავლობაში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს და კენჭისყრამდელ და დღევანდელ საერთო ვითარებას აფასებს : 
  „რვა ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“   სამარცხვინო რამ ჩაიდინა, მაშინ როდესაც, ხმის დათვლის პროცესი სრულდებოდა და ნათელი იყო, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სანდრა რულოვსი იმარჯვებდა, გარედან დანაშაულებრივი 15 კაციანი ჯგუფი უბანზე შევარდა,  ჯერ ერთი უბანი დაარბიეს და  მეორე უბანში კი საარჩევნო ყუთი გაიტაცეს. ამის შემდეგ ორი ადამიანი დაიჭირეს,  ერთი ამ დრომდე დაკავებულია. იმდენად აქვთ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი, რომ „ქართული ოცნება“ დაკავებული ადამიანითაც კი ვაჭრობს.  ჯიხაშკარის მაცხოვრებლებს აშინებენ და ეუბნებიან, რომ თუ დღეს „ქართული ოცნება არ გაიმარჯვებს ეს ადამიანი პატიმრობაში დარჩება. ძალიან კარგია, რომ ახლა ამდენი სამართალდამცავი იმფოფება უბნებთან, თუმცა, რომ გეკითხათ ამათთვის რვა ოქტომბერს სად იყვნენ, დღეს ვერც ერთი პასუხს  ვერ გაგცემთ. იმედია ყველაფერი მშვიდად ჩაივლის და იგივე სცენარი არ განმეორდება“, – გვითხრა ნიკა მელიამ.

სიახლეები

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ...

“ვარსკვლავებმა და ზოლებმა ნამგალი და ურო ერთხელ უკვე მისცა დავიწყებას “- ტრამპი

"ვარსკვლავებმა და ზოლებმა ნამგალი და ურო ერთხელ უკვე მისცა დავიწყებას და თუ საჭირო გახდება,...

ბაჩო ახალაიას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ბაჩო ახალაიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. სასამართლო სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. ყოფილ...

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...