მთავარისიახლეებიპოლიტიკანაციონალურმა მოძრაობამ ენგურის ხიდზე ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აქცია გამართა

ნაციონალურმა მოძრაობამ ენგურის ხიდზე ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აქცია გამართა

Published on

აგვისტოს ომის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ერთმა ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფალი ზონის“ წევრებმა ზუგდიდში, ენგურის ხიდიდან  კიდევ ერთხელ დაგმეს ქვეყნის ოკუპაცია და ხელისუფლებას ოკუპანტი ქვეყნის მიმართ  მეტი პრინციპულობისა და აქტიური   პოლიტიკური მოქმედებისკენ მოუწოდეს.

დეპუტატების განცხადებით, 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველო რეალურად დადგა საშიშროების წინაშე, რადგან რუსეთის საბოლოო მიზანი  ქვეყნის სრული ანექსია იყო, თუმცა მაშინ საქართველომ შეძლო მისი  შეჩერება.

,,ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ საფრთხეს, რომელიც ყოველდღიურად მოემართება ჩვენკენ აგრესორის ქვეყნის მხრიდან, მაგრამ მასთან გამკლავება შესაძლებელი, თუკი დავუპირისპირდებით ერთობით, სახელმწიფოს მშენებლობით, დემოკრატიის მშენებლობით – აღნიშნა აქციაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან სერგო რატიანმა.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის თენგიზ გუნავას განადებით, დღევანდელი დღე არის მანიშნებელი იმისა, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება თავისი ტერიტორიების ოკუპაციას, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად იბრძოლებს მათიო დაბრუნებისთვის  და არასოდეს დაივიწყებს ქვეყნის მთლიანობას შეწირულ გმირებს. 

ენგურის ხიდიდან პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა გადაინაცვლეს განმუხურში, საოკუპაციო ხაზთან უშუალო  სიახლოვეს, სადაც  მოეწყო კავკასიის პრობლემატიკის ნიშნით გაერთიანებული 8 დოკუმენტური ფილმის ,,რუსეთის"  ჩვენება.

ავტორების განცხადებით, მალე ფილმის რუსულენოვანი ვერსიაც მომზადდება და ინტერნეტში განთავსდება. 

 

 

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...