მთავარიUncategorizedსოფელ ატოცში ოკუპანტებმა საზღვრები გადმოწიეს. „დღეს, მთელი დღის განმავლობაში ვართ...

სოფელ ატოცში ოკუპანტებმა საზღვრები გადმოწიეს. „დღეს, მთელი დღის განმავლობაში ვართ გორში. გავერკვევით სიტუაციაში და გიპასუხებთ“ – აცხადებს გიორგი გახარია

Published on

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატოცის განაპირას შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე ლითონის ბადეები მიიტანეს.

„შეიარაღებული პირები ატოცის განაპირას დღეს გამოჩნდნენ. მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოიტანეს ლითონის ბადეები. აღნიშნული პირები იმყოფებიან იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე თვის წინ ბოძები დაამონტაჟეს. ბოძები დამონტაჟებულია გამყოფი ხაზის პერიმეტრის დაახლოებით 500-მეტრიან მონაკვეთზე“, – განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.

„რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აცხადებენ სუს-ში.

გორში მყოფი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია “მთავარი არხის” ჟურნალისტის კითხვამ ატოცში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უკიდურესად გააღიზიანა და მას ფაქტობრივად თავს დაესხა: წყნარად, მშვიდად, რა არის ეს…”

„დღეს, მთელი დღის განმავლობაში ვართ გორში. გავერკვევით სიტუაციაში და გიპასუხებთ“, – განაცხადა  გიორგი გახარიამ

მოძრაობა ,,ძალა ერთობაშია” ლიდერი დავით ქაცარავა და ჩვენი ჯგუფის სხვა აქტივისტები წევ საოკუპაციო ზოლის სიახლოვიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა, ერთ ერთს დემურ ნიჟარაძეს ტელეფონი წაართვეს. ამასობაში ოკუპანტები მშვიდად მუშაობენ და უკანონო ბორდერიზაციას აგრძელებენ. პოლიციამ შაქჭშაქეთის პოსტის გადაკეტვის ბრძანება გასცა, რომ თბილისიდან წამოსული ხალხი ატოცისკენ არ გაატარონ.
ეს ხელისუფლება კოლაბორაციონისტია. ,,როგორც იცით, ისევ გვღობავენ, ამჯერად უკვე ატოცში, იქ სადაც სამოქალაქო აქტიურობით დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ შევაჩერეთ ბორდერიზაცია.”- წერს ლაშა ბერულავა

განცხადებას აკეთებს დავით ქაცარავა, რომელსაც დღეს დაკავება მოუნდომეს, მაგრამ საბოლოოდ ვერ გაბედეს.

,,პოლიცია საოკუპაციო ზოლთან ახლოს არ უშვებს ჩვენს ჯგუფს, რომ მშვიდობიანად აღვუდგეთ წინ ამ პროცესს. მეტიც, გაცემულია ბრძანება შაქშაქეთის პოსტთან გზის გადაკეტვის შესახებ, რათა თბილისიდან წამოსული ხალხი არ გაატარონ ატოცისკენ.

ამ პირობებში რჩება ერთადერთი გამოსავალი: წინ აღვუდგეთ ამ უკანანო გადაწყვეტილებას და ბორდერიზაციას.

ყველას მოგიწოდებთ, ვისაც შესაძლებლობა აქვს, დაიძრას ატოცისკენ. მარშრუტი ამგვარია: ავტობანიდან გადასახვევია აგარაში, აგარის პოლიციის შენობასთან მისულები გადაუხვევთ მარჯვნივ, ქვენატკოცის მიმართულებით და გზა მიგიყვანთ შაქშაქეთის პოლიციის პოსტამდე, რომელიც, სავარაუდოდ, გადაკეტილი დაგხვდებათ, თუმცა, ჩვენ უნდა შევძლოთ და გავიდეთ ატოცისკენ – გადაადგილება ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, მისი შეზღუდვის უფლება პოლიციას არა აქვს.

ძალა ერთობაშია,
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”- აცხადებს დავით ქაცარავა.

სიახლეები

ევროპარლამენტი დღეს საქართველოს შესახებ კრიტიკულ ანგარიშს უყრის კენჭს

ევროპარლამენტი დღეს საქართველოს შესახებ ანგარიშს უყრის კენჭს. დოკუმენტი, რომელსაც ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე წარადგენს, უკვე...

შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი...

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა - სუს-მა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში...

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...