მთავარისიახლეებისაზოგადოებაარასამთავრობო ორგანიზაციები ,,რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ,,რუსთავი 2″-თან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

Published on

არასამთავრობო ორგანიზაციები "მედიის განვითარების ფონდი – MDF", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI", "საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS" და "ტოლერანტობისა და მარავალფეროვნების ინსტიტუტი – TDI" რუსთავი2"-თან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. " ზოგადი პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე , არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მთელი პროცესის მიღმა შეიძლება პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდეს – ნათქვამია განცხადებაში – ეს ეჭვები ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი განცხადებით კიდევ უფრო მყარდება. საქართველოში მედიის თავისუფლების და პლურალიზმის განვითარებისათვის აუცილებელია, ამ ეჭვის გაქარწყლება, რისთვისაც პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად უნდა წარიმართოს და ტელეკომპანიის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს. მოვლენების ასეთი განვითარება განსაკუთრებით სახიფათო შეიძლება, აღმოჩნდეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, რა დროსაც სამართლიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნვესაყოფად პლურალიზმს და მოსაზრებათა მრავალფეროვნებას დემოკრატიული პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს", – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციები მხარდაჭერას გამოხატავენ საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართ და აცხადებენ, რომ ყურადღებით დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას "რუსთავი 2"-ის ირგვლივ. 

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...