მთავარისიახლეებიპოლიტიკაკატალონიელ სეპარატისტებს 13 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ

კატალონიელ სეპარატისტებს 13 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ

Published on

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 9 კატოლონიელ სეპარატისტ ლიდერს 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა ამბოხებაში მონაწილეობის ბრალდებით, რაც უკავშირდება 2017 წლის კატალონიაში ჩატარებულ უკანონო რეფერენდუმს
აგრეთვე სამი განსასჯელი იქნა დამნაშავედ ცნობილი დაუმორჩილებლობისთვის, თუმცა მათ ჯარიმის გადახდა დაეკისრათ
თორმეტივე პოლიტიკური პირი და აქტივისტი არ აღიარებენ დანაშაულს
კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი, რომელიც გაქცეულია ესპანეთიდან, აღნიშნა, რომ კატალონიელი სეპარატისტების გასამართლება გახლავთ სისასტიკის გამოვლინება
“როგორც არასდროს ახლა საჭიროა მოქმედება ჩვენი შვილებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპისთვის და კატალონიისთვის”. დაწერა მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე
სასამართლოს გადაწყვეტილებას ბარსელონაში მოჰყვა საპროტესტო აქცია, სადაც ითხოვენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას
ესპანეთის პროკურატურის მტკიცებით, ცალმხრივი გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების შესახებ იყო შეტევა ესპანეთის სახელმწიფოზე
რაც შეეხება კატალონიელ ნაციონალისტებს, ისინი აცხადებენ, რომ კატალონიას აქვს 1000 წლის ისტორია და მათი შემოსავლები ხმარდება ესპანეთის ღარიბ რეგიონებს, რადგან მადრიდი აკონტროლებს გადასახადებს
კატალონიაში 8 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, რომელსაც აქვს საკუთარი ენა, პარლამენტი, დროშა და ჰიმნი

ავტორი: ლევან თორია

https://www.bbc.com/news/world-europe-49974289

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...