მთავარისიახლეებისაზოგადოებასოციალურ ქსელში კამპანია #ქალებისვამენ დაიწყო

სოციალურ ქსელში კამპანია #ქალებისვამენ დაიწყო

Published on

სოციალურ ქსელში თამთა თოდაძის მხარდასაჭერი კამპანია „ქალები სვამენ“ დაიწყო.

თამთა თოდაძე, რომელსაც პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, არ უარყოფს, რომ მცირე რაოდენობით ალკოჰოლი იმ დღეს ჯიშკარიანთან და სხვა პირებთან ერთად მართლაც მიიღო, თუმცა ჯიშკარიანი და მისი ადვოკატი ირწმუნებიან, რომ ქალი სხვებზე მეტს სვამდა.

ამის შემდეგ, სოციალური ქსელის მომხმარებლები ფეისბუკში ავრცელებენ პოსტებს ჰეშთეგით #ქალებისვამენ და თამთა თოდაძეს სოლიდარობას უცხადებენ.

ჯიშკარიანს, თანამშრომლის მიმართ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას და ცემას ედავებიან.

შეგახსნებთ, რომ გუშინ საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლო პროცესი კლინიკაში გაიმართა

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...