მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგალის შეხვედრის შედეგები: ქართული მხარე იმედოვნებს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი...

გალის შეხვედრის შედეგები: ქართული მხარე იმედოვნებს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი წარდგება მართლმსაჯულების წინაშე

Published on

 

 

 

გიგა ოთხოზორიას მკვლელობისა და დრანდის ციხეში მყოფი უკანონო პატიმრების საკითხი იყო განხილვის მთავარი საგანი გუშინ გალში გამართულ შეხედრაზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილების საკითხიც. სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით,  აფხაზური მხარის დელეგაციის შემადგენლობაში იყო ოკუპირებული აფხაზეთის  ე.წ. სამხედრო პროკურატურის წარმომადგენელიც, რაც  გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის განხილვასთან არის დაკავშირებული. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა  კიდევ ერთხელ დააყენეს  საოკუპაციო ძალების მხარისგან  გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების, მისი ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის აუცილებლობის საკითხი. თავის მხრივ, აფხაზეთის დე – ფაქტო  სამხედრო პრიკურატურის წარმომადგენელმა  განაცხადა, რომ ეს იმ მასალების საფუძველზე, რომელიც  საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადასცა აფხაზურ მხარეს წინა შეხვედრების ფარგლებში, დე ფაქტო კანონმდებლობის დონეზე ვერ ხორციელდება  და შესაბამისად აუცილებელია ამ მასალების ხელახლა გადაცემა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან"
კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან საუბარში, რომელიც თითქმის შვიდსაათიანი შეხედრის შემდეგ, ენგურის ხიდზე შედგა, განაცხადა, რომ   გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს აქვს ორი განზომილება  – პოლიტიკური და პრაქტიკული, მაგრამ რამდენადაც გალის შეხვედრების ფორმატი ითვალისწინებს პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობას, საქართველოს ხელისუფლება ამჯერად საკითხს არ განიხილავს პოლიტიკურ ჭრილში და იმედს იტოვებს, რომ   მკვლელი აუცილებლად წარდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე.
მისივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე დრანდის ციხეში მყოფ პატიმრებზე და 2012 წელს დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ზაზა წულუკიას გათავისუფლების საკითხზე. რაც შეეხება  საქართველოს მოქალაქეს ბაჩუკი ლატარიას, რომელიც დრანდის ციხიდან გაიქცა და ძებნაშია, მასზე   საუბარი არ ყოფილა.„პროგრესი გვაქვს მოსწავლეებისათვის გადაადგილების უფლების შეზღუდვის ფაქტების პრევენციის საკითხში – დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღგვითქვეს, რომ  ეს პრობლემა დღის წესრიგიდან მოიხსნება და მსგავს ფაქტებს ადგილი აღარ ექნება.  აღნიშნა კახაბერ ქემოკლიძემ. 
მორიგი შერეული შეხედრა გალში  11 ნოემბერს გაიმართება. 
 
 
 

 
 
 
 

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...