მთავარისიახლეებისამართალინიკა მელია სასამართლოში ,,შმაქსით'' მივიდა

ნიკა მელია სასამართლოში ,,შმაქსით” მივიდა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 ოქტომბერს 20 ივნისის აქციაზე ნიკა მელიას საქმე განიხილება. როგორც სხდომის დაწყებამდე პროკურორმა დავით ნეფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მხარეები სასამართლოს წარუდგენენ იმ მასალებს, რაც გამოძიების ეტაპზე მოიპოვეს, შემდგომ უკვე არსებითი განხილვის სხდომაზე აპირებენ.

პროკურორის განმარტებით, საქმეში ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედებათა ოქმები, ვიდეოჩანაწერები, ასევე ექსპერტიზის დასკვნები. „ისინი ადასტურებენ პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს, რაც ასახულია, როგორც სხვადასხვა ტელეკომპანიების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში, ასევე მათ ჩვენებებში”, – განაცხადა ნეფარიძემ.

ნიკა მელიამ კი წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა , რომ ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, სამაჯურს მოხსნიან თუ არა, აღარ აპირებს თავის შეზღუდვას,  აღარ აპირებს სახლში ჯდომას და „აპირებს ისევე ბრძოლას, როგორც იბრძოდა აქამდე იმ ჭირის წინააღმდეგ, რომელსაც  ბიძინა ივანიშვილი განასახიერებს .“

„ჩვენ დღეს დავაყენებთ შუამდგომლობას სამაჯურის მოხსნასთან დაკავშირებით, მაგრამ ისევე, როგორც ახლა გიყურებთ, დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ეს შუამდგომლობა საერთოდ არც გაითვალისწინოს, ანუ როგორც შევალ სამაჯურით, ასევე გამოვალ. თუმცა ერთი რამ მინდა გითხრათ, ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, სამაჯურს მომხსნიან თუ არ მომხსნიან, აღარ ვაპირებ საკუთარი თავის შეზღუდვას. ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას, მათ შორის როგორც პარლამენტარის საქმიანობას, განვახორციელებ ისევე, როგორც ვახორციელებდი, სანამ არაერთ შეზღუდვას დამიწესებდნენ. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური, იმიტომ, რომ ეს არის ერთი ადამიანის ხუშტურებზე დაფუძნებული. მაინც ვუწევდი ანგარიშს ძალიან ბევრ რამეს დღემდე და ამ უკანონო აკვიატებებსაც თვალი გავუსწორე განგებ, პრაგმატულად. არ მივეცი შესაძლებლობა ეთქვათ აი, ამ ადამიანებს, ვინც ივანიშვილის სამსახურშია, რომ მელია არ ემორჩილება არანაირ შეზღუდვას, თუმცა ხვალინდელი დღიდან ვაპირებ შევასრულო ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილება, რომლის შესრულებაც არათუ უბრალოდ შემიძლია, არამედ ვალდებულიც ვარ“, – განაცხადა  ნიკა მელიამ

საინტერესოა, რომ ნიკა მელია სასამართლოში შმAXI-თ მივიდა. დეპუტატის თქმით, შმAXI არაჩვეულებრივი იდეაა და ცდილობს მას პოპულარიზაცია გაუწიოს.

“ათასობით ულუკმაპუროდ დარჩენილ ადამიანს ეხიდება. რეფორმა რომელიც ქართულმა ოცნებამ დააანონსა, შეიძლება მომხიბვლელად ჟღერს, მაგტრამ რეალურად ათასობით ადამიანი ულუკმაპუროდ დატოვა, — განაცხადა მელიამ.

სიახლეები

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...

ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინი სუსტდება, ამიტომ მან შეიძლება გააძლიეროს დარტყმები

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო და დრონებით დარტყმები, შესაძლოა, გააძლიეროს. „პუტინი სუსტდება....

ჩიკაგოში ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

ჩიკაგოში ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, პირველი ლედები,...

4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზე 6 პირს 5-5 წლით, ხოლო ერთს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზე, ექიმ გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვილს, ასე­ვე და­ვით ჟღენტს, კონ­სტან­ტი­ნე კო­კა­ი­ას, კა­ხა­ბერ მჟა­ვა­ნა­ძეს, ზაქ­რო...